დაღესტანში გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა დაღესტნურ ხასავიურტში მიმდინარე საკონტინენტთაშორისო თასზე თავისუფალ ჭიდაობაში გამოსვლა მეოთხე ადგილით დაასრულა.

როგორც გაცნობეთ, ჩვენები ჯგუფში რუსეთის, სპორტკლუბ ცსკ-ს და ბელარუსის გუნდებთან ერთად მოხვდნენ. მოლოდინისამებრ, რუსებმა უძლიერეს შემადგენლობას ვერც ნაკრებში მოუყარეს თავი და ვერც - კლუბში. ამაში დიდი როლი დაღესტნის გუნდმაც ითამაშა, რომელმაც ნაკრების რამდენიმე წევრი თავის გუნდში შეიყვანა.

ცხადია, ეს ყველაფერი ჩვენს შანსებს ზრდიდა, თუმცა რუსეთის პირველ ნაკრებთან მაინც წავაგეთ - 3:4. არადა, მათთან შეხვედრა მოგებით დავიწყეთ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55) ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის სახელობის თასის ვიცე-ჩემპიონი ასადულა ლაჩინოვი დაამარცხა, მაგრამ მერე მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), გიორგი მარსაგიშვილი (74) და დავით მარსაგიშვილი (84) ერთმანეთის მიყოლებით დამარცხდნენ ოპან სატთან, მაგომედმურად გაჯიევთან, შამილ ოსმანოვთან და ანზორ ურიშევთან.

რუსულ ფორუმებს თუ დავუჯერებთ, ყველაზე დასანანი დავით მარსაგიშვილის ურიშევთან მარცხი ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური მასთან წლეულს ევროპის პირველობის ფინალშიც დამარცხდა, ოღონდ - მსაჯთა უსამართლობის გამო. სამწუხაროდ, ხასავიურტის ტურნირზე ინფორმაციის ერთადერთი წყარო რუსული ფორუმებია, ხოლო მათი მიხედვით, მარსაგიშვილმა ურიშევთან პირველი პერიოდი კენჭისყრით წააგო (თუმცა ჩრდილოელები იმასაც ამატებენ, რომ აქ საკამათო ეპიზოდი იყოო), მეორე 1:0 მოუგო, დამატებითში კი წაგების ძირითად მიზეზად ჩვენებურის დაღლას ასახელებენ.

ამის მიუხედავად, მარსაგიშვილმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლო წამებზე ისევ გაატარა ერთქულიანი და წააგო. ამით გუნდური შეხვედრის ბედიც გადაწყდა - რუსები 4:1 იგებდნენ.

დარჩენილი შეხვედრები პრაქტიკულად არაფერს ცვლიდა, თუმცა რუსი ფალავნებისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მათ გუნდში ხომ დიდი კონკურენციაა და იქ ფეხის დაცდენას არავინ გაპატიებს. ამიტომ კადიროვის ტურნირის კიდევ ერთი ვერცხლის მედალოსანი იური ბელონოვსკიც (96) და რამაზან მაგომედოვიც (120) ხალიჩაზე ფრიად მოტივირებულები გავიდნენ, მაგრამ ელიზბარ ოდიკაძესთან და დავით მოძმანაშვილთან მაინც ვერაფერს გახდნენ.

მოძმანაშვილი უკვე იქცა წონის ერთ-ერთ ლიდერად და შედარებით გამოუცდელ მაგომედოვთან მისი მოგება მოსალოდნელიც იყო, ოდიკაძეს კი მართლაც ყოჩაღ - ბელონოვსკი მაღალი დონის მოჭიდავეა.

ამის შემდეგ ჩვენებმა ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგეს - ცსკ-ც დაამარცხეს და ბელარუსებიც, თუმცა ამ ორთაბრძოლებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით.

ამდენად, ჩვენები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე აზერბაიჯანის გუნდი აღმოჩნდა - ისინი მეორე ჯგუფში მხოლოდ დაღესტნელებთან დამარცხდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებმა ეს შეხვედრაც 3:4 დათმეს.

ამ შეხვედრაზე ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ხინჩეგაშვილმა ევროპის ექს-ჩემპიონ მაჰმუდ მაგომედოვთან წააგო (არადა, წლეულს ევროპაზე მოუგო მას). ჩვენებმა წააგეს მომდევნო სამი შეხვედრაც და მხოლოდ ბოლო სამში იმარჯვეს, როცა შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, დავით მარსაგიშვილმა ნოვრუზ ტემრზოვი დაამარცხა, ოდიკაძემ - გაჯი ალიჯანოვი, მოძმანაშვილმა - ალი ისაევი.

მოკლედ, ჩვენს ნაკრებს მოზრდილი საპრიზო ფონდიდან 10 000 ამერიკული დოლარის შესაბამისი რუსული რუბლი ერგო, მწვრთნელს - 5 000 დოლარისა.

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა