"მაიამი ჰიტის" ლიდერს გაახსენდა, რომ ოდესღაც სკოლის გუნდში ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა
ლოკაუტის პერიოდში ლიგის კალათბურთელები ცდილობენ თავიანთი საყვარელი საქმე არ დაივიწყონ. "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა განაცხადა, რომ NBA-ის მოთამაშეები მზად არიან საკუთარი ლიგის შექმნით გადაწყვიტონ ლოკაუტის პრობლემა.

"თუ ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაში გადასვლას, მაშინ არსებობს აქ, საკუთარი ლიგის შექმნის აზრი. ეს ძალიან სერიოზული პროექტი იქნება. უნდა შევათანხმოთ გეგმა და მატჩების კალენდარი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ლოკაუტთან დაკავშირებით. თუ ის ერთი-ორი წელი გაგრძელდა, მაშინ საკუთარ ლიგას შევქმნით.

ჩვენ დღეს გვინდა თამაში. არ ვაპირებთ უბრალოდ ჯდომასა და ლოდინს", - ამბობს სტაუდმაიერი Hoopsworld-თან კომენტარში.

დღეს, ოკეანის გაღმა მოდაშია საჩვენებელი მატჩების ორგანიზება. ამჯერად საგამოფენო შეხვედრის ჩატარებას აპირებს "ოკლაჰომა-სიტის" ვარსკვლავი კევინ დურანტი. მატჩის თარიღია 27 ოქტომბერს. დურანტის გეგმით, თამაშში მონაწილეობა უნდა მიიღონ ლებრონ ჯეიმსმა, დუეინ უეიდმა, ბლეიკ გრიფინმა და კრის პოლმა.

თავად ლებრონ ჯეიმსმა კი თავის "სვიტერზე" ერთი საინტერესო ფრაზა დაწერა. "მაიამი ჰიტის" ლიდერს გაახსენდა, რომ ოდესღაც სკოლის გუნდში ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა.

"როდის არის NFL-ში (ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგა) თავისუფალი აგენტების გაფორმების ბოლო ვადა?" - იკითხა ჯეიმსმა სოციალური ქსელის მეშვეობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად