ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"პიტსბურგს" კროსბი არ სჭირდება

"პიტსბურგს" კროსბი არ სჭირდება

"პიტსბურგ პინგვინზი" გუშინ საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "ფლორიდას" და მეოთხე მატჩში მესამე გამარჯვება გაიფორმა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრით გაგრძელდა რეგულარული სეზონი. შესანიშნავად გამოიყურება ჩემპიონატის ფავორიტი "პიტსბურგ პინგვინზი" რომელიც გუშინ საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "ფლორიდას" და მეოთხე მატჩში მესამე გამარჯვება გაიფორმა.

არადა, ამ გუნდმა სეზონი თავისი ლიდერის სიდნი კროსბის გარეშე დაიწყო, გარდა ამისა, ბოლო ორი შეხვედრაა "პინგვინებს" ვერ ეხმარება მეორე წამყვანი ფორვარდი ევგენი მალკინი.

"პიტსბურგისთვის" ეს იყო პირველი საშინაო შეხვედრაა ახალ სეზონში და მასპინძლებმა ის აღმავლობით ჩაატარეს. "პინგვინზი" მუდმივად წინ იყო და ეჭვი არავის შეპარვია მის გამარჯვებაში. ანგარიში მე-15 წუთზე პასკალ დუპუიმ გახსნა, მეორე პერიოდის მე-12 წუთზე კი მასპინძლების უპირატესობა მეტ კუკმა განავრცო - ეს ამ ჰოკეისტის მესამე გოლია სეზონში.

40 წამში ფლორიდელებმა გაქვითეს ერთი შაიბა - თავი გამოიჩინა მარსელ გოკმა, თუმცა სამ წუთში "პიტსბურგმა" აღადგინა ორშაიბიანი უპირატესობა - რიჩარდ პარკმა გამოიყენა კრეიგ ადამისის პასი და მესამე პერიოდის წინ ანგარიში 3:1 გახდა.

მესამე პერიოდში გუნდებმა თითო შაიბა გაცვალეს. მე-4 წუთზე "ფლორიდამ" დაიტოვა მატჩის გადარჩენის შანსი, როცა ტომაშ ფლიშმანმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც მასპინძელთა გუნდმა თქვა. კერძოდ, კრის კუნიცისა და ჯორდან სტაალის კომბინაციის შემდეგ ჯეიმს ნილმა გაიტანა და "პიტსბურგმა" მორიგი შეხვედრა 4:2 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სტარტზე ოთხიდან სამი მოგება ბოლო 17 წლის განმავლობაში "პიტსბურგისთვის" სეზონის საუკეთესო დასაწყისია.

ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორი მატჩი წააგო "მინესოტამ", რომელიც სტუმრად თამაშობდა "ოტავას" წინააღმდეგ. კანადელი "სენატორები" ამ მატჩს ორიდან ორი წაგებით შეხვდნენ და ამჯერადაც ახლოს იყვნენ დამარცხებასთან. "მინესოტამ" კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ 2:0-ს იგებდა.

ანგარიში მეცხრე წუთზე კაილ ბროძიაკმა გახსნა, პერიოდის მიწურულს კი "სან ხოსედან" შეძენილმა დევინ სეტოგუჩიმ ორშაიბიანი უპირატესობა მოუტანა "ველურებს".

მეორე პერიოდში მხოლოდ ერთი შაიბა გავიდა - კრის ნილისა და პიტერ რეგინის აქტიურობის შემდეგ "ოტავას" მატჩის გადარჩენის შანსი ნიკ ფოლინომ დაუტოვა. მაგრამ დაიწყო მესამე პერიოდი და "მინესოტა" ისევ ორი შაიბით დაწინაურდა - მეორე წუთზე სტუმრების მხრიდან ნიკ ჯონსონმა გამოიჩინა თავი და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს - 3:1.

თუმცა "მინესოტამ" ვერ გაძლო. ამ გუნდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ორწუთიანი მონაკვეთი, როცა კრის ნილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი "ოტავამ" პირველად ამ მატჩში რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეძლო. ეს გააკეთა კოლინ გრინინგმა. ამ გოლში მონაწილეობა მიიღო შვედმა ერიკ კარლსონმა, რომელიც ხუთი შედეგიანი პასით სეზონის ლიდერი გახლავთ.

დარჩენილ დროში და ოვერტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და დაინიშნა ბულიტების სერია, რომელიც "ოტავამ" ბრწყინვალედ ჩაატარა - "სენატორების" სამმა ჰოკეისტმა - მიხალეკმა, სპეცამ და ალფრედსონმა გაიტანეს პენალტები, რასაც "მინესოტამ" მხოლოდ კულენის გოლით უპასუხა და "ოტავამ" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

პიტსბურგი-ფლორიდა 4:2

1:0, 2:1, 1:1

გოლები: 1:0 დუპუი-1 (ვიტალე-1, ლეტანგი-5), 2:0 მ. კუკი-3 (ვიტალე-2, დუპუი-3), 2:1 გოკი-1 (სკილი-1, ვივერი-1), 3:1 პარკი-1 (ადამსი-1), 3:2 ფლიშმანი-1 (ვეისი-1, ვერსტიგი-2), 4:2 ჯ. ნილი-2 (ჯ. სტაალი-3, კუნიტცი-1).

ოტავა-მინესოტა 4:3 (ბ)

0:2, 1:0, 2:1

გოლები: 0:1 ბროძიაკი-1 (სტოუნერი-1), 0:2 სეტოგუჩი-2 (მ. კოივუ-2, ჰიტლი-2), 1:2 ფოლინო-1 (რეგინი-1, კ. ნილი-1), 1:3 ნ. ჯონსონი-1, 2:3 კ. ნილი-1 (რეგინი-2, კ. ფილიპსი-2), 3:3 გრინინგი-2 (მ. მიხალეკი-2, ე. კარლსონი-5).

ბულიტები გაიტანეს: მ. მიხალეკი (ოტავა), კულენი (მინესოტა), სპეცა (ოტავა), ალფრედსონი (ოტავა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა