მძლეოსანმა დისტანციის რამდენიმე კილომეტრი ავტობუსით გაიარა, რის შემდეგაც ფინიშს ტრადიციული ხერხით მიაღწია და მედალი მოიპოვა
ინგლისის დაბა კილდერშმა გამართული მარათონის ერთ-ერთ მონაწილეს მესამე ადგილისთვის მიღებული მედალი ჩამოართვეს. 31 წლის რობ სლოუნი სპორტულ აფერისტობაში გამოიჭირეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.

როგორც გაირკვა, მძლეოსანმა დისტანციის რამდენიმე კილომეტრი ავტობუსით გაიარა, რის შემდეგაც ფინიშს ტრადიციული ხერხით მიაღწია.

მარათონული გარბენის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ იძულებულნი იყვნენ სხვა მონაწილეთა მოთხოვნით სლოუნისთვის მკაცრი სასჯელი გამოეტანათ. ბევრი მათგანი ამბობდა, რომ არ დაუნახავთ, როგორ გაუსწრო მათ სლოუნმა დისტანციის დროს.

BBC News წერს, რომ სლოუნი უარყოფს მის მისამართით ბრალდებას და მედლის ჩამორთმევას უსამართლობად მიიჩნევს. თუმცა ორგანიზატორები სხვა ინფორმაციას ავრცელებენ - მარათონელმა ტყუილი აღიარა, ბოდიში მოიხადა და დეტალურად მოყვა დისტანციაზე მომხდარი ამბები.

როგორც გაირკვა, ფინიშამდე ექვსი კილომეტრით ადრე სლოუნმა დაღლილობა იგრძნო და უფასო ავტობუსით სარგებლობა გადაწყვიტა, რომელსაც ტრასაზე მორბენლების გულშემატკივრები გადაჰყავდა. თვითმხილველთა თქმით, საფინიშო ხაზამდე ცოტა ხნით ადრე სლოუნი ავტობუსიდან ჩავიდა, ხის უკან დაიმალა, წინ ორი მორბენალი გაუშვა და შემდეგ სირბილი განაგრძო. მისი შედეგი (ავტობუსის ჩათვლით) იყო ორი საათი და 51 წუთი.

დისტანციის დასრულების შემდეგ სლოუნი უყვებოდა ჟურნალისტებს, რომ ძალიან დაიღალა, მაგრამ კარგი ფიზიკური ფორმა დაეხმარა იმაში, რომ დისტანცია არ მიატოვა.

სლოუნის დისკვალიფიკაციის შემდეგ ბრინჯაოს მედალი შოტლანდიელ სტივენ კერნსს გადაეცა, რომელიც მეოთხე მივიდა ფინიშთან. სლოუნს კი Sunderland Harrier-ის ათლეტთა საზოგადოებიდან გარიცხავენ და მომავალ მარათონულ გარბენებს ჩამოაშორებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს