მაკას პირველ წრეში ერთობ გაუჭირდა, მაგრამ კანიასთან ორთაბრძოლაში მაინც გამარჯვებული გამოვიდა
ესპანეთის ქალაქ სანტ კუგატში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია და პირველ ნომრად ჩვენი თანამემამულე მაკა ჩახნაშვილია (183) განთესილი. მაკას პირველ წრეში ერთობ გაუჭირდა, მაგრამ მაინც გამარჯვებული გამოვიდა პოლონელ პაულა კანიასთან (493) ორთაბრძოლაში - 6:7 (5), 6:2, 6:2. მერვედფინალში ქართველს კვლავ საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული ჩოგბურთელი ელის, სლოვაკი რომანა ტაბაკი (464). წყვილთა ბადეში მაკა სლოვენიელ მასა ზეკ-პეშკირიჩთან (239) ერთად ასპარეზობს და უკვე მეოთხედფინალშია.

უკვე მოგახსენეთ, რომ ერევნის 10-ათასიანი ტურნირი 9 ქართველმა დაიწყო. მათგან მეორე წრეში მხოლოდ სამი გავიდა. მე-4 ნომრად განთესილმა თათია მიქაძემ თავისივე თანამემამულე ნათია გეგია დაამარცხა - 6:4, 6:4, ანი გოგვაძემ ნიგერიელ ადეინკა ტომპსონს მოუგო - 6:1, 6:1, ხოლო თეონა ტატიშვილს რუსი ანტონინა რაფიკოვა დანებდა მეორე სეტში - 6:1, 2:0.

დამარცხებულებიც ვახსენოთ - თამარ ჭალაგანიძემ "მშრალად" წააგო სლოვაკ ანა შმიედლოვასთან - 0:6, 0:6, მარიამ ქურასბედიანმა უნგრელ ვასილისა ბულგაკოვასთან დათმო - 1:6, 2:6, მარიამ სხირტლაძე რუსმა ელენა მალცევამ გამოაგდო - 6:3, 6:0, ბარბარე ერისთავი მასპინძელ ნუნე ხაჩატრიანთან დამარცხდა - 4:6, 3:6, ბაბილინა მაჩაიძემ კი ელიზავეტა იანჩუკთან (უკრაინა) წააგო - 2:6, 0:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"