შსს-ს ამერიკელი ახალწვეულის, რობო კრეპსის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად ერთი მატჩიც საკმარისი აღმოჩნდა
ამერიკის კოლეჯების ლიგიდან საქართველოში არაერთი კალათბურთელი ჩამოსულა. ზოგმა გაამართლა, ზოგმა - ვერა. თუმცა, როგორც წესი, ლეგიონერთა შესაძლებლობები სრულად დროთა განმავლობაში ვლინდება.

შსს-ს ახალწვეულის, რობო კრეპსის (1988 წელსაა დაბადებული) შესაძლებლობებში დასარწმუნებლად კი ერთი მატჩიც საკმარისი აღმოჩნდა: დუდუ დადიანის ფინალში მან 34 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. რობოს ანგარიშზე 12-დან 6 სამქულიანი იყო.

არ გეგონოთ, თითქოს, ფინალამდე კრეპსს არაფერი უკეთებია - კარგად მოერგო დავით უსტიაშვილის სქემებს და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ფინალში გასვლაში. რაც მთავარია, იგი ორ პოზიციაზე თანაბარი წარმატებით ირჯება, გამთამაშებლადაც და მსროლელადაც.

საინტერესოა, თავად რობო კრეპსი რას ფიქრობს საქართველოსა და ჩვენს გუნდებზე. ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ. საუბარი დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩით დავიწყეთ.

- რთული შეხვედრა იყო, ღირსეული მეტოქე გვყავდა. "ქუთაისის" კალათბურთელებმა მეორე ნახევარში მაღალი შედეგიანობით ისროლეს, ბურთი თითქმის არ აუცილებიათ. რაც შეეხება, ჩემ თამაშს, ვეცადე გუნდს მაქსიმალურად გამოვდგომოდი. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით.

- შენს ახალ გუნდზე რისი თქმა შეგიძლია?

- თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს, ყოველმხრივ მეხმარებიან. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. შსს ახალგაზრდული გუნდია, კარგადაა დაბალანსებული და ვფიქრობ წინ საინტერესო სეზონი გველის.

- ევროჩელენჯის მონაწილე ქართული კლუბები საკმაოდ გაძლიერდნენ. მათ წინააღმდეგ რა შეიძლება იყოს შსს-ს პლუსი?

- გამოცდილ მეტოქეებთან რთული იქნება, მაგრამ ჩვენც გვაქვს დადებითი მხარეები. მაგალითად სისწრაფე. ასევე გვაქვს პოტენციალი თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

- პირველად რომ გაიგე, საქართველოდან გიწვევდნენ, რა რეაქცია გქონდა?

- ლევან მიქაბერიძე ჩემს აგენტს აგვისტოს შუაში ელაპარაკა. მაშინ გამიკვირდა, საქართველოს შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. თუმცა მას მერე თქვენი ქვეყანაც კარგად გავიცანი და ხალხიც. კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში მიწევს კარიერის გაგრძელება. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ სახლი ძალიან მენატრება. საქართველო და ამერიკა ერთმანეთისგან ძალიან შორსაა და ხშირი წასვლა-წამოსვლა ვერ მოხერხდება.

- ქართული სამზარეულო თუ მოგეწონა?

- შესანიშნავი კერძები გაქვთ. დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოვედი, მაგრამ უკვე ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური და ცომში გახვეული ხორცი.

- ხინ...

- ჰო, ხინკალი, ხინკალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა