გასულ უქმეებზე ონში თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის ორ ასაკობრივ ჯგუფში ტურნირი გაიმართა
გასულ უქმეებზე ონში იქაურთა სახელოვანი მოჭიდავეების - თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ გიორგი სხირტლაძისა და სახელოვანი მწვრთნელის, ვეტერანთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ შურა მაისურაძის სახელობის ტურნირი გაიმართა თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის ორ ასაკობრივ ჯგუფში (1998-2000; 1995-96).

უფროსებში ეს ის ასაკია, რომელმაც გაისად ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე უნდა იჭიდაოს და მწვრთნელი თამაზ ბენდიანიშვილი აქედანვე შეუდგა კანდიდატთა შერჩევას. ასაკობრივი ცენზის გამო ჭაბუკთა ნაკრები მნიშვნელოვნად გადახალისდება და ახალი კადრების ძებნა ახლავეა საჭირო.

ტურნირი შემადგენლობითაც ძლიერი გამოდგა და ორგანიზაციულადაც. მასში ქვეყნის სხვადასხვა რაიონის 140 მოზარდი მონაწილეობდა, მაღალორგანიზებულად ჩასატარებლად კი გულმოდგინედ გაისარჯნენ როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ისე - ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად დაეხმარა ორგანიზატორებს.

ნაკრებში მოსახვედრად არც მოზარდებმა დაზოგეს თავი, თუმცა მათ შორის ერთს გამოვარჩევთ - ბათუმელმა რამაზ ზოიძემ (46) წლეულს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ხოლო ევროპაზე ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი ისევ "თავისუფლებს" დაუბრუნდა.

თავიდან ის სწორედ ამ სტილში ჭიდაობდა, მაგრამ წლის დასაწყისში საქართველოს პირველობაზე წააგო და ბერძნულ-რომაულში გადაინაცვლა. ალბათ, შეძლებს ნაკრებში ძველი ადგილის დაბრუნებას, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა, როგორც ნაკრების საბოლოო ფორმირებაზე - საამისოდ მოზარდებს წინ კიდევ არაერთი შესარჩევი ტურნირი ელოდებათ.

უახლოეს დღეებში - 14-16 სექტემბერს ამ მედალოსანთა ნაწილი სომხურ იჯევანში იჭიდავებს ევროპის ჩემპიონ გლენ მეჯლუმიანის მემორიალში. ონის ტურნირამდე ჭაბუკებმა ხაშურშიც იჭიდავეს ("ლელო" ამაზეც წერდა) და მწვრთნელებმა სომხეთში გასაგზავნი გუნდიც ამ შეჯიბრებების მიხედვით შეარჩიეს. იჯევანში მონაწილე ყველა წონაში გვეყოლება, 69-ში კი ბენდიაშვილი სულაც ორ შეგირდს აგზავნის. ჩვენს ნაკრებში ირაკლი მხეიძე (42), გიორგი პასიკაშვილი (46), გიორგი ყაზარაშვილი (50), ივანე გაბოძე (54), ბექა წიკლაური (58), ტარიელ გაფრინდაშვილი (63), ლევან მურადხანაშვილი (69), გიორგი ბეჟიაშვილი (69), ირაკლი მწითური (76), ლაშა ბოდაველი (85) და ბექა კახეთელიძე (100) იჭიდავებენ.

კვარცხლბეკი

1998-2000 წლებში დაბადებულები

26 კგ. 1. თორნიკე ქათამაძე; 2. ლუკა ფანჩხიძე; 3. გუბა შეშელიძე (სამივე - აჭარა), ვაკო არუთინიანი (გორი).

29 კგ. 1. ლაშა ფუტკარაძე (აჭარა); 2. მახარე გელაშვილი (ხაშური); 3. რამაზ თურმანიძე (აჭარა), სანდრო ბუხრაშვილი (ონი).

32 კგ. 1. ლაშა ჩახმახიშვილი (საგარეჯო); 2. გიორგი ცხვირავაშვილი (ამბროლაური); 3. ბექა ქორთიაშვილი, თედო ყველაშვილი (ორივე - გორი).

35 კგ. 1. ალეკო ლომიძე; 2. ავთანდილ გოდელაშვილი; 3. გიორგი ხაჩიძე (სამივე - ხაშური), ომარ ასაბაშვილი (საგარეჯო).

38 კგ. 1. ედემი ბერიძე (აჭარა); 2. გიორგი ბურჯანაძე (საგარეჯო); 3. არჩილ წიკლაური (გარდაბანი), გიორგი ჭელიძე (ამბროლაური).

42 კგ. 1. ჯონი დიასამიძე (აჭარა); 2. მირიან მაისურაძე (ონი); 3. მიხეილ ბოჭორიძე (საგარეჯო), დავით ფურცხვალიძე (ამბროლაური).

46 კგ. 1. ნოდარ ბიწაძე (რუსთავი); 2. ლუკა მეტრეველი (ონი); 3. ნიკა სარალაშვილი (რუსთავი).

+46 კგ. 1. გიგა შიოშვილი (საგარეჯო); 2. ვანო გუგეშაშვილი (ონი); 3. გიორგი ბელაშვილი (გარდაბანი).

1995-96 წლებში დაბადებულები.

42 კგ. 1. ირაკლი მხეიძე (აჭარა); 2. გაიოზ გონგლაძე (ხაშური); 3. ლაშა აბუთიძე (ამბროლაური), გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო).

46 კგ. 1. რამაზ ზოიძე (აჭარა); 2. გიორგი პასიკაშვილი (საგარეჯო); 3. გიორგი დემეტრაშვილი, ლევან ნიპარიშვილი (ორივე - კასპი).

50 კგ. 1. გიორგი ყაზარაშვილი (კასპი); 2. გიორგი გელაშვილი (ხაშური); 3. ნიკა კენჭაძე, თორნიკე ცხვირავაშვილი (ორივე - ამბროლაური).

54 კგ. 1. ივანე გაბოძე (კასპი); 2. გივი ელიზბარაშვილი (თბილისი); 3. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური), ლევან მურცხვალაძე (რუსთავი).

58 კგ. 1. გიორგი ოშხერელი (ამბროლაური); 2. ბექა ნიკურაძე (ხაშური); 3. ანზორ პავლიაშვილი (გორი), ბექა ჭიაურელი (საგარეჯო).

63 კგ. 1. ცოტნე ყურაშვილი (აფხაზეთი); 2. გურამ დავითაძე; 3. კახა ფუტკარაძე (ორივე - აჭარა), ჯანგირ ახმედოვი 9ქარელი0.

69 კგ. 1. გიორგი ბეჟიაშვილი (საგარეჯო); 2. დიტო ჯანაშია (აფხაზეთი); 3. ლევან ბოჭორიძე (საგარეჯო), გიგა მეშველიანი (რუსთავი).

76 კგ. 1. გიორგი პოპიაშვილი (დედოფლისწყარო); 2. ზურაბ რევაზიშვილი (საგარეჯო); 3. დავით ჯინჭარაძე (ამბროლაური), ჯონი პეტრიაშვილი (გორი).

85 კგ. 1. ლაშა ბოდაველი (დედოფლისწყარო); 2. დავით მეტრეველი (ონი); 3. ნოდარ ხადური (რუსთავი), გიორგი არაბული (თბილისი).

100 კგ. 1. ბექა კახეთელიძე (ონი); 2. ნიკა მელიქიშვილი; 3. დავით ლოლაშვილი (ორივე - რუსთავი), ილია ფოფხაძე (ამბროლაური).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა