პოლონეთში ღია ჩემპიონატი სამოყვარულო სუმოში გაიმართა, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთ ეტაპსაც წარმოადგენდა
პოლონეთის ქალაქ კროტოსუნში გაიმართა ქვეყნის ღია ჩემპიონატი სამოყვარულო სუმოში, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთ ეტაპსაც წარმოადგენდა. შეჯიბრებაში ჩვენებურთაგან მხოლოდ მძიმეწონოსანი (+115) ავთანდილ ცერცვაძე მონაწილეობდა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველივე შეხვედრა წააგო რუსეთის ნაკრების წევრ სოსლან ბაგაევთან, მერე კი დამამშვიდებელ ჯგუფში ზედიზედ სძლია გერმანელ, პოლონელ და რუს მეტოქეებს, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელ ევდოკიმოვს აჯობა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

საგულისხმოა, რომ წლეულს სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ცერცვაძემ მძიმე წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გუნდურში კი ბრინჯაო ერგო. კონტინენტის პირველობაზე თავი გამოიჩინეს საქართველოს ნაკრების სხვა წევრებმაც: ადამ ოქრუაშვილი აბსოლუტურში მესამე იყო, მსგავს წარმატებას მიაღწია 16-წლამდელებში ზაზა აქუბარდიამ, ზაზა ბალაშვილი კი 23-წლამდელებში სულაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე