სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პროფლიგისთვის ფუნქციების შეჩერება დროებითი მოვლენაა
10 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ტოტალიზატორ Europe-bet-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ახალი სპონსორისგან 100 ათას დოლარს მიიღებს.

ითქვა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ ტოტალიზატორთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს, შემდგომი სეზონებისთვის დაგეგმილია საპრიზო ფონდის გაზრდა და თანხას არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ პრიზიორებიც მიიღებენ. ფულადი ჯილდო დაწესდება საქართველოს თასის გათამაშებაშიც.

ეს არც ისე დავიწყებული და არც ისე ძველი ტექსტია, ეგაა, რამდენიმე წლის წინ ეროვნული ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის სპონსორებს არა ფედერაცია, არამედ პროფესიული ფეხბურთის ლიგა მოიძიებდა ხოლმე.

ერთი წელია, პროფლიგა აღარ არსებობს, მისი დაშლის ამბავი ნელ-ნელა, თანდათან შემოგვაპარეს, ლიგის ფუნქციები ისევ ფეხბურთის ფედერაციამ გადაიბარა და დღემდე გაუგებარია, ეს ორგანიზაცია ფორმალურად მაინც თუ არსებობს, კიდევ არის მისი გაცოცხლების იმედი და საერთოდ, რა ხდება?

ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალავას მივმართეთ.

- პროფლიგისთვის ფუნქციების შეჩერების შემდეგ ისე გამოჩნდა, რომ არსებული ფინანსური რესურსები და სარეკლამო თანხები ორი ორგანიზაციის - ფედერაციის და პროფლიგის შესანახად საკმარისი არ იყო.

- სამწუხაროა, რომ აღარ მუშაობს პროფლიგა, რომელსაც გასულ სეზონში ფინანსური პრობლემები შეექმნა. თუმცა, ბოლო ერთი წელია, სახელმწიფომ ეროვნული ჩემპიონატის მოსაფერიანებლად იმხელა ნაბიჯები გადადგა, ეტყობა, მაშინ დროებით ასე იყო საჭირო.

- პროფლიგის აღდგენის იმედი თუ გაქვთ, ან სურს კი ფედერაციას ჩემპიონატის ორგანიზების უფლებების მისთვის დაბრუნება?

- არა მგონია, ულიგოდ დიდხანს გავჩერდეთ, რადგან უეფას წევრი 53 ქვეყნიდან 42-ში პროფესიული ფეხბურთის ლიგა ფუნქციონირებს, ანუ ეს საჭირო ორგანიზაციაა. უბრალოდ, ჩვენ ამ ეტაპზე დაგვჭირდა ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერა, რათა ლიგის ასამუშავებლად აუცილებელი საფუძველი ჩაიყაროს. მაგრამ ლიგის გაუქმება დაუშვებელია. უვარგისი ორგანიზაცია რომ იყოს, უეფასგან მხარდაჭერა არ ექნებოდა.

- პროფლიგის აღსადგენად რეალური ნაბიჯები თუ იდგმება?

- ეს მთლიანად იქნება დამოკიდებული კლუბების, ზოგადად, საკლუბო ინფრასტრუქტურის და ჩვენი ჩემპიონატის გაძლიერებაზე. როდესაც კლუბები ძლიერები არიან და ჩემპიონატი მაყურებელს იზიდავს, ინვესტორებს ინტერესი უჩნდებათ. ჩვენი მიზანი სწორედ პროფლიგის აღსადგენად საჭირო გარემოს შექმნაა.

საერთოდ, ნორმალური ჩემპიონატის ჩასატარებლად აუცილებელია, გუნდები არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ თანამედროვე ინფრასტრუქტურითაც იყვნენ უზრუნველყოფილნი, თანაც, სტაბილურად. აუცილებელია ასევე მედიით, განსაკუთრებით კი ტელევიზიებით, ტურნირის გაშუქება. ინვესტორები თანხის ჩადებით ამის შემდეგ დაინტერესდებიან.

- ამ ჩემპიონატამდე, ისევე როგორც ადრე, იყო ლაპარაკი, რომ გუნდებს დააფინანსებდნენ, მაგრამ ფოთის "კოლხეთში" და ბოლნისის "სიონში" მაინც არის ფინანსური პრობლემები. დრომ გამოაჩინა, რომ კლუბის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ფინანსური გარანტიები აუცილებელია.

- უფულო გუნდები არავის სჭირდება და, ცხადია, გარანტიაც სასურველია, მაგრამ ეს საკითხი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. მჯერა, ფინანსური პრობლემები მალე გამოსწორდება და გუნდებს უფულობა აღარ შეაწუხებს.

- საქართველო 12-გუნდიანი ჩემპიონატისთვის მზად იყო?

- ვფიქრობ, ამის საფუძველი არსებობდა, რათა რეგიონებში მეტი გუნდი გვყოლოდა და იმედია, სამომავლოდ კარგად დაფინანსებული გუნდების რაოდენობა გაიზრდება. იდეალური 16-გუნდიანი ჩემპიონატია, საამისოდ კი ბევრს ნიშნავს ხარისხიანი ინფრასტრტრუქტურა, განსაკუთრებით, მოედნები, რაზეც მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. ვფიქრობ,მიზანს რომ მივაღწიოთ გარკვეული პერიოდი უნდა გავიჭირვოთ.

ჩემი აზრით, წლეულს ჩემპიონატი საინტერესოდ მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერი ახალი ფორმატის ამოქმედების და სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად