ჯანმრთელი რობენი მესის და რონალდოს ტოლია, იბრას აბატესთან წაასწრეს, რონალდო ყოველთვის ეგოისტი იყო
ჯანმრთელი რობენი მესის და რონალდოს ტოლია

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი მიიჩნევს, რომ როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი ჯანმრთელია, ის ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეზე ასპარეზობს. "ბილდთან" ინტერვიუში ხორვატმა ასე განაცხადა: "როდესაც არიენი ფორმაშია, მას ნებისმიერი გუნდის გაძლიერება ძალუძს. დარწმუნებული ვარ, რომ იგი არაფრითაა ნაკლები მესისა და რონალდოზე. რაც შემეხება მე, ისეთი ოლიჩი უნდა გავხვდე, როგორიც ადრე ვიყავი".

1:0-ებიც მეყოფა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონზე ინგლისურ პრესაში ხშირად წერენ, რომ მისი გუნდი საკმაოდ დიდი ანგარიშით იგებს მატჩებს და როდის უნდა შეჩერდეს მათი ეს წარმატებული სვლა. ეს კი ყელში ამოუვიდა ლეგენდარულ სქოთს და ასე თქვა: "აბსოლუტურად ყველა მატჩი 1:0 რომ მოვიგოთ, ეგეც მეყოფა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ანგარიშს არა აქვს — მთავარია, მოიგო. დიახ, ჩვენ სახლშიც და გასვლით მატჩებშიც გახსნილ ფეხბურთს ვთამასობთ, თუმცა დაცვაში თამაში ოდნავ უნდა გამოვასწოროთ, რათა ბევრი ბურთი არ მივიღოთ საკუთარ კარში".

იბრას აბატესთან წაასწრეს

ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზედაც ასახულია, რომ "მილანის" ვარჯიშზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი იგნასიო აბატეს ეფერებასავით. შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე "გეი-ფოტოა", რომელიც იბრას "გეი-მიმდევრობაზე" ეჭვს აჩენს. ადრე მას ასეთი შემთხვევა "ბარსელონაში" თამაშისას მოუვიდა, როცა ჟერარდ პიკესთან "წაასწრეს". თავად ფორვარდს ამ ყველაფერზე ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს და შვედმაც ასე უპასუხა: "მე და გეი?! მოდით ჩემთან სახლში და გაჩვენებთ, გეი ვარ თუ არა... ისე, კარგი იქნება, საკუთარ დასაც თუ წამოაყოლებთ".

რონალდო ყოველთვის ეგოისტი იყო

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი, მადრიდის "რეალის" ყოფილი თავკაცი ბერნდ შუსტერი აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდო, როგორც იქნა, ეგოისტურ თამაშს მოეშვა. "ადრე რონალდო წმინდა სისხლის ეგოისტი იყო მოედანზე - ამბობს შუსტერი ერთ-ერთ ესპანურ რადიოსთან საუბრისას - ახლა კი სასიკეთო ცვლილებები შეინიშნება. ბოლოსდაბოლოს რონალდუმ შეიგნო, რომ ბურთს თუ მხოლოდ იგი ათრევს, ფონს ვერ გავა მისი გუნდი. თუ მაგალითად, შარშანდელ სეზონში თავისთვის თამაშობდა პორტუგალიელი, ახლა მიხვდა, რომ მის გარდა მოედანზე კიდევ 10 მოთამაშეა. როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რაც არ უნდა იყოს, რონალდო უდიდესი მოთამაშეა".

კვირის გოლი

კრიშტიანო რონალდომ დანიის ნაკრებთან ჩვენი აზრით, კვირის გოლი შეაგდო. მან უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და უცნაური ტრაექტორიით მიმავალი ბურთი კარის ბადეში გაახვია — ვისაც ეს გოლი არ უნახავს, ვურჩევთ, ინტერნეტში ან რომელიმე სატელევიზიო მიმოხილვაში იხილონ.

გიორგი ფულარიანი

ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა