ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარიო თუ მირო?

მარიო თუ მირო?

გერმანიის ძირითადი შემადგენლობა ჩამოყალიბებულია, მაგრამ მაინც არის რამდენიმე პოზიცია, სადაც უმძაფრეს დუელებს უნდა ველოდოთ
გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური აბსოლუტურად უპრობლემოდ მოიპოვა და უფრო მეტიც: იოახიმ ლიოვის გუნდი ევრო 2012-ის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება.

ბუნდესგუნდის ძირითადი შემადგენლობის ბირთვი ჩამოყალიბებულია, მაგრამ მაინც არის რამდენიმე პოზიცია, სადაც უმძაფრეს დუელებს უნდა ველოდოთ. ორი აზრი არ არსებობს, ყველაზე სერიოზული ბრძოლა თავდამსხმელებს, მარიო გომესსა და მიროსლავ კლოზეს შორის დაიწყება.

უფრო სწორად, უკვე დაიწყო, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, დამუშავებული ორიდან რომელი ტაქტიკური სქემით ათამაშებს გერმანიას ლიოვი - 4-2-3-1-ით თუ 4-1-4-1-ით - ცენტრფორვარდი მას ძირითად შემადგენლობაში ყველა შემთხვევაში ერთი ეყოლება.

მიუნხენის "ბაიერნის" ქომაგები, ბოსები და ფეხბურთელები 2009/2010 წლების სეზონს სიამოვნებით იხსენებენ ხოლმე. მაშინ რეკორდმაისტერი გერმანიის ჩემპიონი გახდა, თასის ფინალში "ვერდერი" 4:0 გაანადგურა და ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც კი გავიდა.

ჰო, მაშინ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში ლუის ვან გაალიც ბრწყინავდა. მიუნხენური გრანდის მოთამაშეებიდან მხოლოდ ორს სურს იმ სეზონის დავიწყება: მიროსლავ კლოზეს და მარიო გომესს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შესვლას ორივე მათგანი ცუდ ფორმაში შეხვდა - მარიოც და მიროც სათადარიგოთა სკამს ხეხავდნენ, თავდასხმაში კი ივიცა ოლიჩი ბრწყინავდა.

არადა, წინ მსოფლიოს ჩემპიონატი იყო და შესაბამისად, გერმანიის ნაკრების მთავარი გოლეადორების უნიათობის გამო მთელი საფეხბურთო გერმანია ნერვიულობდა. არ ნერვიულობდა მხოლოდ ბუნდესმწვრთნელი ლიოვი.

იოგი მუნდიალამდე რეგულარულად იმეორებდა, გომესს და კლოზეს ასი პროცენტით ვენდობი, ეს განსაკუთრებით კლოზეს ეხება, რომელსაც თავისი შესაძლებლობები არაერთხელ აქვს დამტკიცებულიო. ლიოვს მირომ იმედები არ გაუცრუა და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მთელი სეზონი ჩააგდო, მუნდიალზე კარგად ითამაშა. გომესი კი სამხრეთ აფრიკაში სათადარიგო თავდამსხმელის რანგით დაკმაყოფილდა.

გომესმა ამოქაჩა

მას მერე წელიწადნახევარი გავიდა და ახლაც არავინ იცის, ვინ იქნება ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის ნდობაგამოცხადებული ცენტრფორვარდი. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ მას მერე გომესმა მაგრად ამოქაჩა, კლოზეს კი ასაკი მოემატა.

ვარაუდებისთვის არ გვცალია და პირდაპირ ციფრებზე გადავიდეთ: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ, კლოზემაც და გომესმაც გერმანიის ნაკრების ფორმით 11-11 მატჩი ჩაატარეს. რომის "ლაციოში" გადაბარგებული კლოზე ძირითად შემადგენლობაში 8-ჯერ იყო (საერთო ჯამში მოედანზე 732 წუთი დაჰყო), გომესი კი 9-ჯერ (794 წუთი). რაც ყველაზე საინტერესოა: კლოზემ ათი გოლი გაიტანა, გომესმა კი ცხრა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ უშუალოდ 2011 წელს გომესი გაცილებით უკეთ გამოიყურება: 8 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, კლოზეს ანგარიშზე კი - 7 მატჩში 4 გოლია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ის, რომ ბოლო 7 მატჩში სასტარტოში გომესი თამაშობდა. მიუხედავად ამისა, დუელი გრძელდება და ფაქტია ისიც, რომ საბოლოო ჯამში ლიოვი გამარჯვებულს მხოლოდ გოლების რაოდენობის მიხედვით არ დაასახელებს. იოგის ადრეც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისთვის სხვა ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის:

პირველი: საგოლე ალღო

კლოზე "საგოლე მანქანაა" (ამას ლიოვი ამბობს), კლოზე კი შედარებით უფრო მუშა თავდამსხმელი, უფრო გუნდური მოთამაშეა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2010 წლის მუნდიალის შემდეგ კლოზეს უკეთესი საგოლე ალღო ჰქონდა: მიროს სულ 17 ე.წ. "ასპროცენტიანი საგოლე მომენტი" ჰქონდა, რომელთაგან 53 პროცენტი გამოიყენა, გომესმა კი - 14 ასეთი მომენტიდან მხოლოდ 36 პროცენტი.

მეორე: მრავალმხრივობა

კლოზე ძალიან კარგად თამაშობს თავით, სწრაფია და ორივე ფეხით კარგად ურტყამს. ლიოვის თქმით, უკვე გომესიც სრულყოფილ ფორვარდად ჩამოყალიბდა და მიროს მეორე სართულზე თამაშის მხრივაც აღარ ჩამორჩება. ეს მაშინ, როცა თავით თამაში კლოზეს უმთავრესი პლუსია. უფრო მეტიც: მუნდიალის შემდეგ თავით ორივეს თითო გოლი აქვს გატანილი, მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების მაჩვენებლის მიხედვით კი გომესი კლოზეს აშკარად ჯობნის: 48%-30%.

გომესი სხვა კრიტერიუმებშიც გაუმჯობესდა. მაგალითად, "ბელგიასთან" მოგებულ მატჩში მან გოლი მესუთ იოზილთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფეხით, 18 მეტრიდან გაიტანა. არადა, მარიო ადრე ცაციით ვერ ურტყამდა. კლოზეს კი მუნდიალის შემდეგ საჯარიმოს გარედან არცერთი გოლი არ გაუტანია. ამასთან, 33 წლის მიროს გომესისგან განსხვავებით, ბოლო 11 მატჩში არც კონტრშეტევის დროს უხეირია.

მესამე: თამაშში მონაწილეობა

"ბაიერნში" გომესს ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გუნდური ფეხბურთელი არ არის. საკმაოდ ხშირია თამაშები, როცა 26 წლის მარიო მთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთს მხოლოდ 20-ჯერ ეხება. კლოზე კი გაცილებით აქტიურია - ხშირად გადადის ფლანგებზე, ჩადის უკან, ითხოვს ბურთს და ათამაშებს კომბინაციებს ფლანგის ნახევარმცველებთან.

ერთი სიტყვით, კლოზე უშუალოდ თამაშში გაცილებით მეტად მონაწილეობს, ვიდრე მისი კონკურენტი გომესი. კლოზე საშუალოდ 90 წუთში ბურთს გაცილებით ხშირად (41) ეხება, ვიდრე გომესი (30). საშუალოდ ერთ მატჩში კლოზე 25 ზუსტ პასს აკეთებს, გომესი კი 15-ს, მირო კარისკენ ზუსტად 18-ჯერ ურტყამს, მარიო კი 13-ჯერ.

მეოთხე: დაცვის მიხმარება

მას მერე, რაც "ბაიერნს" იუპ ჰაინკესი წვრთნის, მარიო გომესი უკანახაზელებს გაცილებით ხშირად ეხმარება, ვიდრე ადრე. გერმანიის ნაკრებში კი მარიო მიროს ორთაბრძოლების საშუალო რაოდენობით დიდად აღარ ჩამოუვარდება: 18-20. სამაგიეროდ, ისევ დიდი განსხვავებაა მოგებული ორთაბრძოლების კრიტერიუმში: კლოზე საშუალოდ ერთ მატჩშო ორთაბრძოლის 46 პროცენტს იგებს, გომესი კი 34 პროცენტს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლოზე ბურთიან მეტოქეს ხშირად თავის საჯარიმო მოედნამდე მიჰყვება ხოლმე, რაც გომესის შემთხვევაში უიშვიათესი მოვლენაა.

დასკვნა

სტატისტიკა ამტკიცებს იმას, რასაც ყველა ფიქრობს: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მარიო გომესმა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა და მირო კლოზეს ძალიან მიუახლოვდა.

თუმცა გომესს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს ის, რაც კლოზემ დიდი ხნის წინ დაამტკიცა: შეუძლია თუ არა გოლების გატანა ძლიერ მეტოქეებთანაც. მარიოს გერმანიის ნაკრების ფორმით რომელიმე გრანდის კარი ჯერ არ დაულაშქრავს, კლოზემ კი, რაღა შორს წავიდეთ, ბოლოს იტალიასაც გაუტანა (ამხანაგურ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა).

ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და არაცინ იცის, რა და როგორ შეიცვლება ზაფხულამდე, დღევანდელი გადასახედიდან კი მაინც კლოზეს უპირატესობა იკვეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა

უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის

ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს