"ჰამბურგი" უმძიმესი კრიზისიდან 43 წლის მწვრთნელმა, ტორსტენ ფინკმა უნდა გამოიყვანოს
ის, რაც აქამდე ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზე იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული, ანუ, გადაწყვეტილი ამბავია: "ჰამბურგი" უმძიმესი კრიზისიდან 43 წლის მწვრთნელმა, ტორსტენ ფინკმა უნდა გამოიყვანოს. ჩრდილოგერმანულმა კლუბმა, რომელიც ბუნდესლიგის აუტსაიდერია, ფინკთან და "ბაზელთან" შეთანხმება გუშინ დაადასტურა.

გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ, მაგრამ ძალიან ამბიციურ კლუბთან ფინკი კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს, გუნდის გაწვრთნას კი ორშაბათიდან შეუდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უქმეებზე, "ფრაიბურგთან" შეხვედრაში "ჰამბურგს" სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი გაწვრთნის.

"ტორსტენ ფინკი ჩვენთვის ყველაზე სასურველი სპეციალისტი იყო და მისთვის ბოლომდე ამიტომაც ვიბრძოლეთ. ის გუნდის პროფილსა და ფილოსოფიას იდეალურად ესადაგება. დარწმუნებული ვარ, რომ ტორსტენის ხელში "ჰამბურგი" სერიოზულ პროგრესს განიცდის და როგორც მინიმუმ, ბუნდესლიგიდან არავითარ შემთხვევაში არ გავარდება," - განაცხადა არნესენმა.

"შეიძლება ახლა ეს ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ "ჰამბურგი" ბავშვობიდან მომწონდა. ამ გუნდს ჯერ კიდევ მაშინ ვქომაგობდი, როცა ჰამბურგელები ევროპაში ბრწყინავდნენ. მერეც, როცა "კარლსრუეს" ან მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას ვიცავდი, "ჰამბურგს" ყოველთვის ვქომაგობდი ხოლმე.

"ბაზელში" სამი შესანიშნავი წელი გავატარე, ახლა კი დროა, რომ სამწვრთნელო კარიერაში პროგრესული ნაბიჯი გადავდგა - "ჰამბურგის" გაწვრთნას ამიტომაც დავთანხმდი. ფაქტია, რომ ბევრი საქმე მექნება. გუნდი ბოლო ადგილზეა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ "ჰამბურგი" ელიტიდან არ გავარდეს. ეს არასდროს მომხდარა და მჯერა, რომ არც ახლა მოხდება," - ეს თავად ფინკის სიტყვებია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჩრდილოგერმანულმა კლუბმა "ბაზელს" ფინკის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო გადაუხადა. ტორსტენი დებიუტი 22 ოქტომბერს, "ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრაში შედგება.

ტორსტენ ფინკის სამწვრთნელო კარიერაში "ჰამბურგი" პირველი ბუნდესლიგური კლუბი იქნება. მანამდე, "ბაიერნის", "კარლსრუესა" და "ვატენშაიდის" ყოფილი ფეხბურთელი "ბაზელის" გარდა, ავსტრიაში ზალცბურგის "რედ ბულს", გერმანიაში კი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ინგოლშტადს" წვრთნიდა, საიდანაც 2009 წელს ზედიზედ 11-მატჩიანი მოუგებელი სერიის გამო გაათავისუფლეს.

ცოტა ხნის წინ, მისმა "ბაზელმა" ჩემპიონთა ლიგაში უდიდესი სენსაცია გამოაცხო - შვეიცარიელებმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრეფორდზე" 3:3 ითამაშეს. "ბაზელში" ფინკს სავარაუდოდ შვეიცარიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მურატ იაკინი შეცვლის, რომელიც ახლა "ლუცერნს" ავარჯიშებს, კარიერის საუკეთესო წლები კი სწორედ "ბაზელში" აქვს გატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს