მიუნხენის "ბაიერნმა" ტრავმირებული ჰოლანდიელი ჰავბეკი არიენ რობენი შვებულებაში გაუშვა
მიუნხენის "ბაიერნმა" ტრავმირებული არიენ რობენი შვებულებაში გაუშვა. ჰოლანდიელი გარემარბის ერთი კვირით დათხოვნა იმის გამო გადაწყდა, რომ რეკორდმაისტერის სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, რობენი ვარჯიშს არა ამ კვირაში, როგორც თავიდან ითქვა, არამედ მომავალი კვირის ბოლოს დაიწყებს - ესეც სავარაუდოდ.

გადაჭრით კი არავინ იცის, როდის დაბრუნდება 27 წლის არიენი მოედანზე.

თუ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ყველაფერი ისე იქნება, როგორც "ბაიერნის" ექიმებს უნდათ, რობენი მსუბუქად ვარჯიშს ზუსტად ერთ კვირაში დაიწყებს. "ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არიენს ერთი კვირა საქმე არ აქვს და უმჯობესია, კარგად დაისვენოს. ექიმები ამბობენ, რომ დასვენება მისი გამოჯანმრთელების პროცესს ხელს შეუწყობს," - აცხადებს ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

სამაგიეროდ, სრულად გამოჯანმრთელდა მიუნხენური გრანდის ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი, რომელსაც კუნთი ჰქონდა დაჭიმული. რიბომ გუშინ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და "ჰერტასთან" შეხვედრაში მოედანზე გასვლა შეეძლება.

თუმცა მცირე ტრავმა აწუხებს ბრაზილიელ მარჯვენა მცველ რაფინიას, რომელმაც გუშინ პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა და ისიც მსუბუქად. უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს გრიპი აქვს და "ჰერტასთან" ალბათ ვერ იასპარეზებს. ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი კი უკვე სრულ მზადყოფნაშია და იმედი აქვს, რომ ჰაინკესი "ჰერტასთან" ცოტა ხნით მაინც ათამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა