"ლა სტამპა" წერს, რომ იანვარში ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კარვალიო ამაური შესაძლოა მარსელის "ოლიმპიკში" გადავიდეს
იტალიური გამოცემა "ლა სტამპა" წერს, რომ იანვარში ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კარვალიო ამაური შესაძლოა მარსელის "ოლიმპიკში" გადავიდეს.

31 წლის ფეხბურთელს ფრანგები იანვარშიც იწვევდნენ, მაგრამ მაშინ ბრაზილიელმა მეტისმეტად დიდი ხელფასი მოითხოვა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები მაშინ იძულებულნი გახდნენ, ჩანაფიქრზე უარი ეთქვათ. ამჯერად სამხრეთამერიკელის მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ ანტონიო კონტემ მის სამსახურზე უარი თქვა და მას სხვაგან წასვლის გარდა სხვა გზა არც დარჩენია.

"ბიანკონერის" ამაურის გაყიდვის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ თავდამსხმელი, მარსელელთა მსგავსად, პირობებზე ვერც სხვა კლუბებს შეუთანხმდა. ახლა კი მისი აგენტი მიკელე პალმიზანო აცხადებს, რომ მისი კლიენტი მზადაა, "ველოდრომზე" გადავიდეს და იმ პირობებს დათანხმდეს, რასაც მას ფრანგული კლუბი იანვარში სთავაზობდა. საკითხავია, თავად კლუბს თუ შეუძლია ფეხბურთელს ანალოგიური პირობები შესთავაზოს.

ჩვენი გაზეთი წერდა, რომ ფიფამ ლისაბონის "სპორტინგიდან" "ნიცაში" იანიკ ჯალოს ტრანსფერი ბათილად ცნო. კლუბმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ლოზანის სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ ფიფას პოზიცია მართებულად მიიჩნია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პრობლემა ფიფაში საჭირო საბუთების ვადის ამოწურვის შემდეგ გაგზავნა იყო, რის შემდეგაც ციურიხში 25 წლის გვინეელისთვის ფრანგულ კლუბში თამაშის ნებართვის გაცემაზე უარი თქვეს. ბედშავ იანიკს ახლა მოცდა იანვრამდე მოუწევს, როცა თავიდან იქნება შესაძლებელი ფიფაში საბუთების გაგზავნა და წესის დაცვით ტრანსფერის სრულყოფა.

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი პეგი ლუინდულა იანვარში კლუბს დატოვებს. 32 წლის ფეხბურთელმა ვერ გაუძლო შეტევის ხაზში შექმნილ მწვავე კონკურენციას და სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩა. ის მაინცდამაინც არც შარშან იყო განებივრებული ანტუან კომბუარეს ნდობით (ძირითადში სულ 4-ჯერ მოხვდა), მაგრამ წელს მას სკამზეც კი უჭირს თავისი ადგილის პოვნა.

ეს მაშინ, როცა იშვიათად თამაშობს მევლუთ ერდინგი და ტრავმირებულია გიიომ ოარო, თავდამსხმელები, რომლებიც კლასით მას აშკარად აღემატებიან. "ეკიპის" ცნობით, ლუინდულას გადაბირება "ევიანს" სურს. დედაქალაქელები ვეტერანში 1 მილიონს ითხოვს. თუ ტრანსფერი შედგა, ლუინდულას კლუბში მისი ოდინდელი თანაგუნდელი სიდნი გოვუ დახვდება, ვისთან ერთადაც ის "ლიონში" 2001/04 წლებში თამაშობდა.

ბოლოს "სოშოს" შევეხოთ: ფრანგული სპორტული პრესა წერს, კლუბს იანვარში ორი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებსო. თუკი "სოშოს" თამაშებს თვალს ადევნებთ, აღმოაჩენდით, რომ "სტად ბონალზე" ორი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელთაც შეიძლება სხვა ევროპული კლუბების ინტერესი თანაგუნდელებზე მეტად მიიქციონ.

ლაპარაკია საფრანგეთის ნაკრების 23წლის ნახევარმცველ მარვენ მარტენსა და 24 წლის მალელ თავდამსხმელ მოდიბო მაიგაზე. პირველისადმი ინტერესი ძალიან დიდია. ყველაზე მეტად მისი გადაბირება "არსენალს" უნდა (ასევე ეპატიჟებიან "ლიონი", "ლილი" და "დორტმუნდი"), მეორეს კი "სანდერლენდი" უპირებს მოხიბვლას.

მარტენი აცხადებს, რომ: "ეს სეზონი "სოშოში" დავიწყე და აქვე დავამთავრებ. ფიქრადაც კი არ გამივლია, კლუბი იანვარში დავტოვო". მაიგას კომენტარი კი პრესაში არ გამოჩენილა, რაც სულაც არ არის გასაკვირი.

მას ზაფხულზე "ნიუკასლი" ყიდულობდა, მაგრამ კლუბმა არ გაუშვა და გაპროტესტების გამო მას ცოტა ხნით თავი დუბლებში ამოაყოფინეს. ამასობაში მალის ნაკრების თამაშის შემდეგ მაიგა კლუბს მუხლში სისხლჩაქცევით დაუბრუნდა, რის გამოც მას შეიძლება 16 ოქტომბერს "ვალანსიენთან" მე-10 ტურის მატჩი გაუცდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად