ფლავიო ბრიატორეს აზრით, სება ალონსოზე და ჰემილტონზე დაბლა დგას
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდრის მიხედვით, მორიგი რბოლა კვირას კორეაში გაიმართება და იქ მთავარი ინტრიგა ვიცე-ჩემპიონის მოკრძალებული ტიტულისთვის ბრძოლა იქნება.

საერთო ჩათვლაში მეორე ადგილის ერთ-ერთი კანდიდატია ჯენსონ ბატონი, რომელმაც წინა კვირას იაპონიის გრანპრიზზე გაიმარჯვა. კორეის ეტაპის წინ ბატონმა მომავალი რბოლის შესახებ კომენტარი გააკეთა, პირველ რიგში კი სებასტიან ფეტელის დამსახურებულ გამარჯვებას გაუსვა ხაზი.

"წელს სებასტიანი მართლაც შეუდარებელი იყო. მას შემდეგ, რაც მე და სებას ავარია გვქონდა სპას ტრასაზე, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის შეძლებდა 2010 წლის ჩემპიონატის მოგებას. ჩემი აზრით, იმ დროს ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

მიუხედავად ამისა, მაინც გახდა ჩემპიონი. წელს კი ის ბრწყინვალედ გამოვიდა. სინამდვილეში არც ერთი შესამჩნევი შეცდომა არ დაუშვია და ყველა ტრასაზე სუპერსწრაფი იყო. რა თქმა უნდა, ცუდი ტექნიკით ტიტულს ვერ მოიგებ. მის განკარგულებაში საუკეთესო მანქანაა, მაგრამ მან მაქსიმუმი მიიღო, რაც კი ასეთი ავტომობილით არის შესაძლებელი.

მისი დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ ვინმეს სებასტიანისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, ცალსახად ეს ჩვენ ვართ", - ამბობს ბატონი.

ჯენსონი ამჟამად მეორე ადგილს იკავებს გენერალურ კლასიფიკაციაში და რვა ქულით უსწრებს უახლოეს კონკურენტ ფერნანდო ალონსოს. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი რბოლაა დარჩენილი და სწორედ ამ პილოტებმა უნდა იბრძოლონ ვიცეჩემპიონობისთვის.

შარშან კორეის გრანპრის სწორედ ალონსომ მოიგო, ბატონი კი ქულათა ზონაში ვერ მოხვდა, თუმცა ბრიტანელს სჯერა, რომ ამჯერად გაცილებით უკეთესი უიქ ენდი ექნება.

"რენოს" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე მიიჩნევს, რომ ცოტა ხნის წინ მეორედ გაჩემპიონებული ფეტელი არ გახლავთ დღევანდელი ფორმულა 1-ის უძლიერესი პილოტი. იტალიელის აზრით, "რედ ბულის" პილოტმა მორიგ ტრიუმფს, მეტწილად, თავისი ბოლიდის ხარჯზე მიაღწია.

"არ ვკამათობ იმაზე, რომ ფეტელი მართლაც მაღალი დონის პილოტია, მაგრამ მისი გამარჯვებები მეტწილად "რედ ბულის" ფენომენალური ბოლიდის წყალობით გახდა შესაძლებელი, - ამბობს ბრიატორე "კორიერე დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - გერმანელი საუკეთესო არ არის! დარწმუნებული ვარ, ყველა პილოტი ერთნაირ ავტომობილს რომ იყენებდეს, ფეტელი ჩამორჩებოდა ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰემილტონს. ამასთან, ალონსო გამარჯვებული გახდებოდა. რაც შეეხება კვალიფიკაციას, აქ წლევანდელ ჩემპიონს მართლაც არ ჰყავს ბადალი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს