ორიოდე დღის წინ 31 წლის ფეხბურთელის სახსრებით ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ მახაში აშენებული ტაძარი აკურთხეს
ახლახან მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა რუსლან პიმენოვმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელი მალხაზ ასათიანი ახსენა.

"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დიმიტრი ლოსკოვზე ადრე მომიწევდა კარიერის დასრულება, არადა, მასზე რვა წლით უმცროსი ვარ, მაგრამ რა გასაკვირია, ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი. ჩემზე რა ვთქვა, როდესაც მალხაზ ასათიანი ერთი წელია, უგუნდოდ არის. საწყენია, იგი ასეთ ბედს არ იმსახურებს", - თქვა პიმენოვმა.

მართლაც საწყენია, რომ 31 წლის ასათიანი (რაც მცველისთვის საუკეთესო ასაკია) ამჟამად უგუნდოდ არის და, რაც მთავარია, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება. თუ გავიხსენებთ, "ჯვაროსანთა" უკანა ხაზი სწორედ მაშინ თამაშობდა კარგად, როდესაც მოედანზე მალხაზი იყო. მისი უგუნდობა და ნაკრებში უთამაშებლობა გუნდს აშკარად უარყოფითად დაეტყო.

ერთი წელია, ასათიანი უგუნდოდ არის და ეტყობა, სწორედ ამტომაც აგორდა ხმები, თითქოს მან კარიერა დაასრულა და მოედანზე დაბრუნებას აღარ აპირებს. არადა, ეს არ დასტურდება - გამოცდილი ქართველი მცველი რუსეთში დაბრუნებას იმედოვნებს.

ასათიანს საქართველოში თამაში არ სურს და თბილისის "დინამოს" წინადადებაც უარყო. იყო ინფორმაცია, თითქოს "ზესტაფონში" თამაშის საფასურად ილია კოკაია დიდ თანხას სთავაზობდა, მაგრამ ეს არ დადასტურდა.

თვეზე მეტია, მალხაზი საქართველოშია და მადლიან საქმესაც აკეთებს - ორიოდე დღის წინ ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ მახაში ახალაშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც ასათიანის სახსრებით აშენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GIA
საცოდაოობა რომ მალხაზი არ თამაშობს. მაგრამ ყველაფერი მალხაზიზე დამოკიდებული, მან გული არ უნდა გაიტეხოს და რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს თამაში. თუ საჭიროა საქართველოს კლუბებიდან მოწვევებზეც არ უნდა თქვას უარი.უთამაშებლობას, ყველაფერი სჯობია.მალხაზი არ არის დასაკარგი ფეხბურთელი, ის ჰაერივით სჭირდება ნაკრებს, ძალიან ბევრი კარგი თამაში გვახსოვს ასათიანისგან და დარწმუნებული ვარ ის ისეთი შემართებით ათამაშდება როგორიც გვახსოვს. წარმატებას ვუსურვებ.
Qartveli!
ძალიან,ძალიან მაგარი კაცი * უფლი გფარავდეს მახო, ყველაფერი მაგრად იქნება !!!
rio
უფალმა დაგლოცოს მალხაზ, მადლიანი კაცი ხარ! კარიერის გაგრძელებას მაგარ გუნდში გისურვებ!!!
michael
არ კადრულობს გენაცვალე ქართულ გუნდებს.
nika
ასეთი ფეხბურთელი არავის არ ჭირდება
asd
ამ ბიჭს ტვინი აქვს თავში? ეთამაშა რომელიმე ქართულ გუნდში ეს ერთი წელი, თავისთვის ხო კარგი იქნებოდა და გუნდსაც წაადგებოდა სერიოზულად მარა რავიცი...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!