ბათუმში დასრულდა წარსულში ცნობილი კალათბურთელების ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის 18 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი
ბათუმში დასრულდა წარსულში ცნობილი კალათბურთელების ალექსანდრე კილაძისა და ვალერი ალთაბაევის სახელობის 18 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდი მონაწილეობდა. საქართველო წარმოადგინეს "ქუთაისმა" და "ბათუმმა", ხოლო აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის გუნდები ამ ქვეყნების დედაქალაქებიდან იყვნენ.

შეჯიბრების გამარჯვებული წრიული სისტემით გამოვლინდა - მატჩები სამ დღეზე განაწილდა და გუნდებს დღეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევდათ.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო ტურის დაპირისპირება "ბათუმსა" და "ანკარას" შორის - მანამდე ორივე გუნდი კარგად ასპარეზობდა და ჩემპიონიც მათ შორის გამარჯვებული გახდებოდა. მრგვალი ანგარიშით თურქებმა გაიმარჯვეს (90:60) და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მეორე იყო "ბათუმი", მესამე - "ქუთაისი", მეოთხე - "ბაქო", მეხუთე - "ერევანი".

როგორც აჭარის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა ბადრი შამილაძემ გვითხრა, შეჯიბრება კარგად იყო ორგანიზებული და დიდი ინტერესიც გამოიწვია:

- გამორჩეული იყო თურქეთის გუნდი, რომელთან თამაშითაც ქართველმა ჭაბუკებმა სათანადო გამოცდილება მიიღეს. მემორიალზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუმინელებმაც, მაგრამ ბოლო მომენტში მოგვიბოდიშეს და ჩამოსვლაზე უარი გვითხრეს. ეს ტურნირი ტრადიციულია და მომავალ წელს, სავარაუდოდ რუმინეთი და ბულგარეთიც ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად