გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯერალდ ასამოა ფეარ-პლეის ორდენით დაჯილდოვდა
გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯერალდ ასამოა ფეარ-პლეის ორდენით დაჯილდოვდა. პრიზი, რომელსაც გერმანიაში ყოველწლიურად გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო გერმანიის ოლიმპიურ გავშირთან ერთად გასცემს ხოლმე, ასამოამ ბუნდესლიგის წინა სეზონში, „ზანკტ პაულისა“ და „ჰანოვერის“ შეხვედრაში სამაგლითო მოქცევისთვის დაიმსახურა.

ხსენებულ მატჩში „ზანკტ პაულის“ თავდამსხმელმა მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინა: ბოლო წუთზე მასთან მივიდა და უთხრა, რომ მისი გუნდი კუთხურს არ იმსახურებდა, რადგან ბურთმა მოედანი მისგან დატოვა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ „ზანკტ პაულიმ“ ის თამაში წააგო და იმ სეზონში გერმანიის ელიტას დაემშვიდობა.

ლევერკუზენიც: ლენოც და ადლერიც

ლევერკუზენის „ბაიერის“ ხელმძღვანელებს ახალგაზრდა მეკარე ბერნდ ლენოს კონტრაქტის გამოსყიდვასთან ერთად, გუნდის ძირითადი გოლკიპერის, რენე ადლერის შენარჩუნებაც უნდათ. შეგახსენებთ, რომ „ფარმაცევტებმა“ აგვისტოს მიწურულს 19 წლის ლენო „შტუტგარტიდან“ იმის გამო ინათხოვრეს, რომ ადლერმა სერიოზული ტრავმა მიიღო და რაკი ახალგაზრდა მეკარე შესანიშნავად გამოიყურება, გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ გუნდს ან ის დატოვებდა, ანაც ადლერი. „ლევერკუზენის“ ბოსის, ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერის თქმით, გუნდის მენეჯმენტი ლენოს ტრანსფერზე მალე გააქტიურდება, ადლერთან კი ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

რუმენიგეს ჰაინკესი დიდხანს უნდა

მიუნხენის „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ რეკორდმაისტერის ამჟამინდელ თავკაც იუპ ჰაინკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა. „მინდა, რომ ჰაინკესი „ბაიერნში“ უფრო დიდხანს დარჩეს და სხვათა შორის, ეს მარტო მე კი არა, სხვა ხელმძღვანელებსაც სურთ, - აცხადებს რუმენიგე, - ჩვენ, „ბაიერნის“ ბოსები მისი მუშაობით აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ და გვჯერა, რომ ჰაინკესს კიდევ დიდხანს შეუძლია უმაღლეს დონეზე მუშაობა.“

„დონ იუპს“ ბავარიულ გრანდთან ხელშეკრულება 2013 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და რუმენიგე იმასაც ამბობს, საჩქარო არაფერიაო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ჰაინკესმა განაცხადა, 2013 წლამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ახალ კონტრაქტზე ლაპარაკი კი არა, ჯერ ფიქრიც არ ღირსო.

ბეკმა იუვენტუსი დაივიწყა

საუბრები იმის შესახებ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ „ჰოფენჰაიმის“ მარჯვენა მცველის, ანდრეას ბეკის გადაბირება სურდა, ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ 24 წლის ბეკი დღემდე „ჰოფეშია“. მეტიც: იმის გამო, რომ ამ ზაფხულს ტურინელებმა ანდრეასს ყურადღება აღარ მიაქციეს, ბეკმა „ჰოფენჰაიმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. მის ძველ ხელშეკრულებას ვადა მომავალ ზაფხულში გასდიოდა, ახალი კონტრაქტით კი, ბეკმა „ჰოფეს“ თავისი ბედი 2014 წლამდე დაუკავშირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა