ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია და მოთამაშეთა პროფკავშირი მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 18 ოქტომბერს ნიუ იორკში გამართავენ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია და მოთამაშეთა პროფკავშირი მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 18 ოქტომბერს ნიუ იორკში გამართავენ. შეხვედრაში ჩართული იქნება მესამე მხარე - ფედერალური შუამავალი.

მას შემდეგ, რაც NBA-მ და პროფკავშირმა ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, დასახმარებლად შუამავლობისა და შერიგების ფედერალურ სამსახურს მიმართეს და გუშინ ამ ორგანიზაციის დირექტორმა ჯორჯ კოენმა განაცხადა, რომ უკვე გამართა არაოფიციალური შეხვედრები ორივე ბანაკის წარმომადგენლებთან.

"მხარეები დათანხმდნენ მომავალი მოლაპარაკებები ჩემი მონაწილეობით გამართონ", - განაცხადა კოენმა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ლიგაში ანალოგიური პრობლემის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას და დიდი როლი ითამაშა ლოკაუტის დასრულებაში.

სხვათა შორის, გუშინ 18 ოქტომბრის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა.

"თუ მხარეები ვერ შეძლებენ 18 ოქტომბერს საბოლოო შეთანხმების მიღწევას, მატჩები შობაზეც არ გაიმართება", - ამბობს სტერნი.

ეს განცხადება კი იმას ნიშნავს, რომ NBA-ის სეზონის სტარტი მომავალი წლისთვის გადააქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა