შანხაის მასტერსის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთადერთი მატჩი, რომელშიც სერიოზული ბრძოლა გაიმართა, როდიკსა და ფერერს შორის შედგა
შანხაის მასტერსის მეოთხედფინალური ეტაპი ოდნავ მოსაწყენი გამოვიდა. ამ ეტაპზე ერთადერთი მატჩი, რომელშიც სერიოზული ბრძოლა გაიმართა, ენდი როდიკსა და დავიდ ფერერს შორის შედგა.

დღეს ამერიკელს ცუდი პერიოდი უდგას კარიერაში, მაგრამ ოპტიმისტად რჩება და არ ფიქრობს სპორტიდან წასვლას. ფერერს კი პირიქით, შესანიშნავი სეზონი აქვს, თუმცა ცოტა ხნის წინ ამერიკის ღია პირველობაზე სწორედ როდიკმა გამოთიშა ბრძოლას. ერთი დღით ადრე, დავიდმა წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, ამერიკელი კი მოგების შემთხვევაში ლონდონში გამგზავრების პრეტენდენტი გახდებოდა.

თავდაპირველად ამერიკელი თითქმის არ უშვებდა შეცდომებს, რამაც მას მცირე სათამაშო უპირატესობა მოუტანა. როდიკს მიღებაზე ორმაგი სეტბოლიც კი ჰქონდა, მაგრამ ფერერმა შეინარჩუნა მოწოდება და ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა. იქ უპირატესობა უკვე ესპანელს ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მან ორი შეცდომა დაუშვა და როდიკმა მესამე სეტბოლი ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტში ფერერის თამაში მოწოდებაზე უფრო სტაბილური გახდა, მიღებაზე კი გარკვეული შანსი გაუჩნდა და ამის წყალობით ორი ბრეიკის გაკეთება შეძლო, რამაც სეტის სწრაფად მოგების საშუალება მისცა. გადამწყვეტ პარტიაში ორივეს ჰქონდა ბრეიკის შანსი, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მომწოდებელს რჩებოდა. ყველაფერი ისევ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა. 2007 წელს ამერიკელმა რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 18 "შემოკლებული გეიმი" აიღო და ეს სერია ახლაც საუკეთესოა ისტორიაში. მაგრამ ამჯერად ენდის არ გაუმართლა. შესაძლოა, ამაში დამნაშავე ისიც არის, რომ როდიკს თავისი საფირმო მოწოდება არ მისდიოდა. ამის ხარჯზე ფერერმა მას უკანა ხაზზე თამაშში მოუგო - 6:7(5), 6:2, 7:6(2).

ბოლო 24 შეხვედრაში 23-ე მატჩი მოიგო ენდი მიურეიმ. ბრიტანელი ბოლო სამი კვირაა პაუზის გარეშე თამაშობს და შანხაიში ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებს. მეოთხედფინალში ბრიტანელს იოლი მეტოქე ერგო - 23 წლის ავსტრალიელი მეტიუ ებდენი, რომელსაც აქამდე ბევრი არაფრისთვის მიუღწევია. შანხაის მერვედფინალში ფრანგი ჟილ სიმონის დამარცხება ავსტრალიელის ყველაზე დიდი მიღწევაა კარიერაში.

მეტიუ მხოლოდ რამდენიმე გეიმი ეთამაშა ღირსეულად მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს, პერიოდულად ლამაზ თამაშს აჩვენებდა, ამ დროს კი მიურეი მეთოდურად აგროვებდა ქულებსა და გეიმებს და 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

ცნობისთვის, შანხაიში ტიტულის აღების შემთხვევაში მიურეი ორშაბათიდან რეიტინგში როჯერ ფედერერს გაუსწრებს.

ფანტასტიკურ სვლას აგრძელებს კეი ნიშიკორი. მისი მომდევნო მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი იყო. ორივენი პირველად თამაშობდნენ მასტერსის სერიის ტურნირში, იაპონელს კი ამ კვირამდე "მასტერსებში" მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული.

ჩინეთში იაპონელმა ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და თითქმის უშანსოდ დატოვა მეტოქე. დოლგოპოლოვს შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან მხოლოდ ერთი გამოიყენა, ნიშიკორიმ კი ოთხი ბრეიკი გააკეთა. ახლა იაპონელს ნახევარფინალში გამოცდას მიურეი ჩაუტარებს.

ზედიზედ მეორე ესპანელის დამარცხება ვერ შეძლო გერმანელმა ფლორიან მაიერმა. წინა დღეს რაფა ნადალის ძლევის შემდეგ ის ფელისიანო ლოპესს ხვდებოდა, რომელმაც, თავის მხრივ, მერვედფინალში ასევე სიურპრიზი შემოგვთავაზა ტომაშ ბერდიხის დამარცხებით. ამ მომენტისთვის გერმანელი ფელისიანოზე მაღლა დგას რეიტინგში, თუმცა ესპანელს მეტი გამოცდილება აქვს. ლოპესი ერთხელ უკვე იყო მასტერსის ნახევარფინალში (შანხაი - 2009), მაიერი კი ასეთი შედეგით ვერ დაიკვეხნიდა.

ნადალთან ტრიუმფის შემდეგ გერმანელი მეტად უფერულად გამოიყურებოდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ლოპესს კომფორტული უპირატესობა ჰქონდა - ის უკეთ მოქმედებდა შეტევაში და ამასთან, ნაკლებ შეცდომას უშვებდა. ფელისიანოს სულ რაღაც 69 წუთი დასჭირდა ნახევარფინალში გასასვლელად - 6:2, 6:4.

Shanghai Rolex Masters

შანხაი (ჩინეთი). ჰარდი

1/4 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ენდი როდიკი (აშშ, 10) 6:7(5), 6:2, 7:6(2); კეი ნიშიკორი (იაპ)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 12) 6:4, 6:3; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ფლორიან მაიერი (გერ, 15) 6:2, 6:4; ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:3, 6:2.

1/2 ფინალი

ფერერი (3)-ფ. ლოპესი; ნიშიკორი-მიურეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე