ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თორნიკე თათარაშვილი და ლაშა ზურაბიანი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ
გუშინ რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, რომელიც თავიდანვე "რუსული აქცენტით" წარიმართა - ვაჟებში ოთხი ოქროს მედალი დაისაკუთრეს, თუმცა მედლები ქართველმა სამბისტებმაც მოიპოვეს.

ახალგაზრდებში თორნიკე თათარაშვილი (62) და ლაშა ზურაბიანი (82) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ჭაბუკებში გიორგი ბიწაძე (75) ასევე ფინალში ჭიდაობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოო შედეგზე ვერაფერს გეტყვით. მიზეზი კვლავაც ადრინდელია - ინფორმაციის სიმწირე.

სამწუხაროდ, როგორც სამბისტთა სხვა ტურნირებზე, ინფორმაციები არც ამ შეჯიბრებიდან მოდის ოპერატიულად. ვიცით მხოლოდ ის, რომ თათარაშვილი ფინალში ვადამდე დამარცხდა რუს ვლადიმირ ბალიკოვთან, ზურაბიანმა კი ასევე რუს სერგეი გოვიადინთან წააგო ქულებით. ფინალში ბიწაძეც რუსს ხვდებოდა - ივან ნიკულინს.

გუშინ ჩვენებიდან ახალგაზრდებში ლევან ბერძენიშვილიც (48) ჭიდაობდა, ჭაბუკებში - ლერი ბედინაძე (48) და ოთარ გაბუნია (60). სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, მასთ რა ჰქნეს - იქნებ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კიდეც, მაგრამ როგორც უნდა გამოსულიყვნენ, ახალგაზრდების შედეგები მაინც საყურადღებოა - სამი მოჭიდავიდან ორმა ფინალში იასპარეზა.

დღეს ჭაბუკთა შორის ჩვენებიდან აბესალომ ვაშაყმაძე (52), ბექა ტუღუში (65), რევაზ წულუკიძე (81) და გაგა ჯიხვაძე (+87) იჭიდავებენ, ახალგაზრდებში კი გუნდის მთავარი ლიდერები იასპარეზებენ - გივი ნადარეიშვილი (52), ზვიად კაპანაძე (68), გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) ანუ ის ოთხეული, რომელსაც სამბოსა თუ ძიუდოში ასაკობრივ ტურნირებში არაერთი მედალი მოუპოვებია.

დღესვე იასპარეზებს გოგონათა ტურნირის ერთადერთი მონაწილე შორენა შარაძეც (64).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"