"ზესტაფონის" ნახევარმცველი საქართველო-საბერძნეთის მატჩსა და საკლუბო თემებზე საუბრობს
საქართველო-საბერძნეთის მატჩის 18-კაციან განაცხადში ქართულ კლუბებში მოთამაშე მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა - "ზესტაფონის" წევრები შოთა გრიგალაშვილი და როინ კვასხვაძე. მათგან მხოლოდ გრიგალაშვილმა ითამაშა და ამ მატჩსა და სხვა თემებზე სწორედ მას ვესაუბრეთ.

- საბერძნეთთან მარცხი ლოგიკურად მიგაჩნია?

- ვაღიაროთ, რომ საბერძნეთს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ ამ კონკრეტულ მატჩში ბევრით ვერაფრით გვაჯობეს. სანამ მოედანზე ათნი დავრჩებოდით, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მერე კი თამაშის სადავეები დავთმეთ და შესარჩევი ციკლი ასეთი დასანანი მარცხით დავასრულეთ. ფაქტია, რომ მეტოქე ჩვენზე უფრო იღბალიანი იყო.

- როგორ ფიქრობ, საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა?

- ჩემი აზრით, ხორვატია უკეთესი გუნდია. მისი დამარცხება კი შევძელით, მაგრამ ეს გაცილებით ძნელი გასაკეთებელი იყო, ვიდრე საბერძნეთთან გამარჯვება.

- მეორე ტაიმის დასაწყისში მწვრთნელის გადაწყვეტილებით შეგცვალეს თუ ტრავმა მიიღე?

- არა, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, კანკავა და მჭედლიძე კი ტრავმების გამო შეიცვალნენ.

- საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა. ალბათ, დამეთანხმები, რომ ეს ცუდი შედეგია.

- მხოლოდ მალტას გავასწარით, რაც საამაყო ნამდვილად არ არის. უკეთესი შედეგისთვის ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება.

ერთადერთი, რაც დადებითი იყო, ისაა, რომ გასული წელი საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად განვლო, თუმცა მე ამაში წვლილი საერთოდ არ მიმიძღვის.

- საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ქეცბაიამ რა გითხრათ?

- განსაკუთრებული არაფერი, გულდაწყვეტილი იყო, მადლობა გადაგვიხადა და მომავალ შეკრებამდე დაგვემშვიდობა. ქეცბაია ემოციური შესვენებასა და თამაშის დროსაა, მაშინ კი, როცა აღარაფრის შეცვლა შეუძლია, ამა თუ იმ ნიუანსს მშვიდად გვიხსნის.

- ელოდი თუ არა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას?

- თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ 18-კაციან განაცხადში შემიყვანდნენ, სასტარტოში მოხვედრის იმედიც მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რას გადაწყვეტდა სამწვრთნელო შტაბი

- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?

- საშუალოდ. უმეტესად, დაცვითი ფუნქციების შესრულება მიწევდა. ბევრი ვიბრძოლე და თავი არ დამიზოგავს, მაგრამ ეს ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის.

- აქვს თუ არა საქართველოს ნაკრებს თუნდაც იმის პოტენციალი, რომ ცხრილში შუა ადგილები მაინც დაიკავოს?

- ვფიქრობ, რომ აქვს. აუტსაიდერის დონეზე ყოფნა არ გვეკადრება და ეს შემდეგ შესარჩევში აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ.

- ეროვნულ ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი. იყო თუ არა ლოგიკური ამხელა შესვენება და როდის უფრო იყავი მზად სანაკრებოდ, მაშინ თუ ახლა?

- როდის ვიმსახურებ ნაკრებში თამაშს, ეს მწვრთნელმა, მედიამ და გულშემატკივრებმა უნდა განსაჯონ, პაუზა კი აბსოლუტურად ლოგიკური იყო. საფეხბურთო კარიერაში ხანგრძლივი ჩავარდნა მქონდა, რომელიც, ვაღიარებ, მხოლოდ ტრავმებით არ იყო გამოწვეული. ადრე ფეხბურთში სულს და გულს არ ვდებდი, თუმცა, საბედნიეროდ, გონს დროულად მოვეგე და დღეს საქმეს სრული სერიოზულობით ვეკიდები. კიდევ კარგი, კარიერა დროულად გადავარჩინე. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ძალიან დიდი პერიოდიც არ გამიფლანგავს. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს.

- როგორი განწყობით დაბრუნდი "ზესტაფონში"?

- ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სტუმრად ვიყავი და შინ დავბრუნდი. ნაკრებში ადაპტაცია ბოლომდე ჯერ არ გამივლია, "ზესტაფონი" კი ჩემთვის ნამდვილი ოჯახია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ.

- "ზესტაფონი" დღეს ძველებურად ძლიერია?

- ყველაფერი რიგზე გვაქვს და მალე უფრო გავძლიერდებით. გიორგი ჭიაბრიშვილთან ბიჭებს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ყველამ ვიცით საკუთარი უფლება-მოვალეობები და დისტანცია შენარჩუნებულია. გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" ახალ სიმაღლეზე ავა.

- საზღვარგარეთ ჯერ არ გითამაშია და წარმოუდგენელია, ამაზე არ ფიქრობდე.

- ჩემთვის უცხოეთში წასვლა იდეა-ფიქსი არ არის. "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და არსად მეჩქარება, უცხოეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ კლუბისა და ქვეყნის დონე ჩემთვის მისაღები იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზვადი
გრიგალაშვილმა პასი რა არის თუ იცის საერთოდ? ეჰ, შესაცვლელი კი არა, საერთოდ გამოსაყვანი არ იყო... ფეხბურთელი მოედანს თუ ვერ ხედავს და იმას ვერ ხვდება პასი რო უნდა გააკეთოს, რა ფეხბურთელია, ადაპტაცია უშველის მაგას ვითომ? :)
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში