ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი - ბელგიის გრან-პრი სპას ავტოდრომზე ჩატარდება.

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი - ბელგიის გრან-პრი სპას ავტოდრომზე ჩატარდება. ეს არის "სამეფო რბოლების" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ტრასა, ისევე როგორც მონაკო, მონცა ან სილვერსტოუნი. შეახსენებთ, რომ ბელგიური რბოლა უკვე რამდენიმე წელია კალენდრიდან ამოღების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საქმე ისაა, რომ ტრასამ, რომელიც ფაქტობრივად მუნიციპალურ გზებზეა დაგებული, ამოწურა რეკონსტრუქციის შესაძლებლობები. სპამ უკვე რამდენჯერმე გამოტოვა ჩემპიონატი, მაგრამ ორგანიზატორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების უდიდესი მონდომებით უბრუნდებოდა კალენდარს. ამისთვის მთავრობა ფულს არასოდეს იშურებდა.

ფორმულა 1-ის მფლობელებთან ბელგიელების კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს იწურება. საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს გამოჩნდა ბევრი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება სურს. მართალია, კალენდარიც იზრდება, მაგრამ ის ყველა მსურველს ვერ დაიტევს. როგორც იცით, წელს ფორმულა 1-ში დებიუტი აქვს კორეას, გაისად ინდოეთი ჩაჯდება კალენდარში. რიგში არიან - აშშ, რუსეთი და იტალიის დედაქალაქი რომი.

სპას ავტოდრომის დირექტორი ანდრე მაესი აღიარებს: "არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბერნი ექლსტოუნი მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ კანდიდატებთან და კონკურენციაც იზრდება. ხომ ხედავთ, საფრანგეთმა დაკარგა ეტაპი, ბრიტანელებმა კი დიდი გაჭირვებით შეინარჩუნეს სილვერსტოუნის რბოლა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ კონტრაქტის გასაგრძელებლად. ამის დიდი სურვილი გვაქვს".

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა