ქართველის სუპერგოლის წყალობით მერაბ ჟორდანიას "ვიტესმა" სტუმრად 1:0 მოიგო და ერედივიზიეში მე-4 ადგილზე აღზევდა
18 წლის გიორგი ჭანტურია ქართველ ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია, რასაც "ნეიმეგენის" კარში გატანილი გუშინდელი გოლიც ადასტურებს, მაგრამ გიორგი ცოტა რთული ხასიათისაც ჩანს, რასაც იმავე შეხვედრიდანაც დაასკვნიდით, რომელიც ქართველის სუპერგოლის წყალობით მერაბ ჟორდანიას კლუბმა სტუმრად 1:0 მოიგო და ერედივიზიეში მე-4 ადგილზე აღზევდა.

ჭანტურიამ პირველ ტაიმში გაიტანა, როცა მარცხენა ფლანგიდან მიიღო ბურთი და შორიდან ცხრიანში გაიტანა, მეორეში კი მასპინძელთა მცველ კონბოის ეუხეშა და, როცა ამ უკანასკნელმა ჩხუბი აუტეხა, პასუხიც არ დაუგვიანებია. მსაჯმა ორივე გააძევა, გასახდელისკენ მიმავალი ჭანტურია კი ჰოლანდიურმა ტელევიზიამ გინებაში გამოიჭირა, ვშიშობთ, ამის გამო მას დისკვალიფიკაციის ვადა არ გაუზარდონ.

ქართველი ფორვარდი უეჭველად გამოტოვებს "ეინდჰოვენთან" მატჩს. ჭანტურიამ სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, პირველი ტაიმის მიწურულს ის გააფრთხილეს.

იაპონურ ჯეილიგაში მე-6 გოლი გაიტანა დავით მუჯირმა. "მუმუმ" "იოკოჰამასთან" გასვლით მატჩში ბოლოსწინა წუთზე შეაგდო, როცა მოედანზე სულ 4 წუთის გასული იყო, "ჰიროშიმამ" კი ქულა იხსნა - 1:1. სხვათა შორის, ქართველ ვეტერანს თვენახევარია რაც არ გაუტანია.

ცუდი სტარტის შემდეგ შოთა არველაძემ, ახალ სეზონში, პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია, როცა სტამბოლში 2:0 მოუგო "ბეშიქთაშს". "ქაისერისპორის" შემადგენლობაში კარგად გაისარჯა ზურაბ ხიზანიშვილი, მატჩის შემდეგ კი მასპინძელთა ესპანელმა სუპერვარსკვლავმა გუტიმ თქვა, კიდევ ერთი ასეთი თამაში და კარიერის დასრულებაზე ვიფიქრებო.

რუსულმა "ვოლგამ" სეზონში პირველად ითამაშა ისე, რომ მოედანზე თუნდაც ერთი ქართველი წუთითაც არ გაუყვანია! ასეთი რამ მართლაც საოცარია - გოგიტა გოგუას ჩათვლით "ვოლგაში" ხომ 6 ქართველი ირიცხება. ზოგადად ძალიან ცუდ სიტუაციაშია რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა უმეტესობა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. არადა, ჩვენი ნაკრების ბირთვი ძირითადად სწორედ ამ ორი ჩემპიონატის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ქართველმა ლეგიონერმა პოკერი შეასრულა! ამაზე კარგი რა უნდა ყოფილიყო? მაშინ რატომ არ დავიწყეთ მიმოხილვა ამ ამბით? იმიტომ, რომ ვითარებას გააჩნია - ზაქარია ბეგლარიშვილმა 4 გოლი ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდს, ლასნამაეს "აიაქსს" გაუტანა, "ფლორამ" 11:0 მოუგო მეტოქეს, ქართველმა კი პირველი, მე-4, მე-7 და ბოლო გოლები გაიტანა და სეზონში 10 გოლი დაუგროვდა. 21 წლის ბეგლარიშვილმა პირველ წრეში "აიაქსთან" დუბლი შეასრულა. მოკლედ, გააწამა ეს ცრუაიაქსი. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური ერთ დროს სტაჟირებაზე ნამდვილ "აიაქსში" იყო. ეს "აიაქსი" კი 33 მატჩიდან 4 ქულით ბოლო ადგილზეა და ვისაც არ ეზარება, ამ გუნდის კარში გააქვს - ჩემპიონატში 168 გოლი აქვთ გაშვებული!

"ჯენოა"-"ლეჩეს" მატჩი არ ჩაამთავრებინეს კახა კალაძეს, რომელმაც ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და ბოლო ათი წუთი თამაშს ტრიბუნიდან უყურა. კალაძე სერია A-ში 2006-07 წლების სეზონის შემდეგ არ გაუძევებიათ.

ჭანტურიასა და მუჯირის გარდა ამ უქმეებზე გოლები გაიტანეს გიორგი კრასოვსკიმ (დუბლი) "ულისისა" და "შირაკის" მატჩში (2:2), ბაჩანა ცხადაძემ "ნეფთჩი"-"ინტერის" შეხვედრაში (0:1) და ლაშა ჯაკობიამ უკრაინის პირველ ლიგაში "ზაკარპატია"-"ბილა ცერკვას" დაპირისპირებაში (5:0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nodo
ლეგიონი გვყავს არნახულიიი....))) ჭანტურია ხო, მაგრამ ჯობია ნერვები მოთოკოს
gio
რა კაცურად, რას მარიაჟობს ქართUლად შეეგინებინა თU კაცია, დაიწყო მარიჟობა კამერასთან და მეტოქემაც ააწნა სახეში. შეგვარცხვინა ყველანაირად./
tengo
ვენაცვალე გიორგის!!!გოლის გატანაც იცის და კაცურად გინებაც!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა