ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა გუნდებმა მსოფლიოს პირველობაზე 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა გუნდებმა წარმატებით იჭიდავეს რიგაში, თანატოლთა მსოფლიოს პირველობაზე - ორივე ნაკრების საერთო მონაპოვარი 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა. აქედან ბიჭების ახალგაზრდული გუნდის მიღწევა 2 ოქრო და 3 ვერცხლია.

ამათგან ჩემპიონები გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) გახდნენ, ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), თორნიკე თათარაშვილმა (62) და ლაშა ზურაბიანმა (82) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს. ჭაბუკებმა 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო "მოინადავლეს". ამ ასაკში ჩემპიონობით მიხეილ მეზურნიშვილმა (70), გიორგი ბიწაძემ (75) და ალექსანდრე მილდიანმა (87) გაგვახარეს, ბექა ტუღუში (65) ვერცხლს დასჯერდა, აბესალომ ვაშაყმაძე (52) და გაგა ჯიხვაძე (+87) მესამეზე გავიდნენ. ბიჭების ორივე ნაკრებმა თავ-თავის ასაკში საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსების შემდეგ მეორე ადგილი მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედალი გოგოებშიც დავიმსახურეთ, სადაც ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შორენა შარაძე (64), რომელიც მესამეზე გავიდა.

პირველობა პარასკევს დაიწყო და თათარაშვილისა და ზურაბიანის გამოსვლაზე იმავე დღეს გაცნობეთ. მაშინ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ ვიცოდით ბიწაძის ფინალური შეხვედრის შედეგი. საბედნიეროდ, ისიც ჩემპიონი გამხდარა.

ახალგაზრდებიდან სლავა რეზესიძის წარმატება მოსალოდნელიც იყო - დმანისელი ათლეტი ჭაბუკებში ზედიზედ ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ახლა აქ გადმოინაცვლა და ჯერ ჩეხეთში ევროპირველობაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ახლა კი ახალგაზრდებშიც დაიწყო მსოფლიოს ოქროების ათვლა.

მეზურნიშვილმა ფინალში ევროპის წლევანდელი უკრაინელი ჩემპიონი არტურ სარქისიანი ჟინისა და მონდომების ხარჯზე დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო, ერთხელ მსაჯებმა ჩვენებურს ქულაც კი გაუუქმეს. შესაძლოა, იმ ეპიზოდში მართლებიც იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში იმდენად საეჭვო ორთაბრძოლა იყო, მწვრთნელის სკამზე მყოფი ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძე მსაჯებს მიეჭრა. მისმა პროტესტმა შედეგიც გამოიღო, მეზურნიშვილმა ბოლო წამებიც კი შეტევაში გაატარა და ოქროც ირგუნა.

სარქისიანს იმდენად დასწყდა გული, კვარცხლბეკზე ტიროდა, მაგრამ მეზურნიშვილიც იმსახურებდა ჩემპიონობას. მილდიანმაც დამაჯერებლად დაამარცხა მასპინძელი რომანენკო, ჩიდრაშვილმა კი დასანანი მარცხი იწვნია მონღოლ რაახანჯავისთან. არადა, შეხვედრა მისი დიდი უპირატესობით დაიწყო - ჯერ ერთქულიანი გდება შეასრულა, მერე - 2-იანი და შეხვედრის შუაწელში 3:0 დაწინაურდა.

ამ მომენტამდე მისი უპირატესობა საგრძნობი იყო და ისეთ დასასრულს თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენებური ღირებულს ვერაფერს ეწია. უმთავრესად იმიტომ, რომ ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა და ქულების მოპოვებას ვინღა დაეძებს, მოპოვებულიც ვერ დაიცვა - მონღოლმა 4:3 ამოუქაჩა.

სამწუხაროა, მაგრამ ჩიდრაშვილს გამძლეობა დააკლდა. ეს მით უფრო დასანანია, რომ ასაკობრივ გუნდებს ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად საკმაოდ კარგი პირობები ჰქონდათ და ადრინდელზე მეტი შეკრებაც ჩაატარეს. თუმცა ამან საერთო სურათზე ნამდვილად დადებითად იმოქმედა და ჩვენი გუნდები რიგაში წარმატებით გამოვიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

pikriakapanadze
75კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გიორგი ბიწაძემ კი არა,ჯაბა ბიწაძემ მოიპოვა.
mari girgvliani
სემოო შენ აღარ ხუმრობ:****ყოჩაღ შენ
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა