ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზესტაფონი-გაგრა 4:1 - ჩემპიონი თავის სტიქიაშია

ზესტაფონი-გაგრა 4:1 - ჩემპიონი თავის სტიქიაშია

ზემოიმერლებმა მოწინააღმდეგე ყველანაირად დაჯაბნეს - ბურთსაც აკონტროლებდნენ და ფლანგების გამოყენებით მწვავედაც უტევდნენ
ზესტაფონი. დ. აბაშიძე 1000 მაყურებელი

ზესტაფონი-გაგრა 4:1

1:0 დვალი (11. ბენაშვილის პასით), 2:0 გრიგალაშვილი (25. წინამძღვრიშვილის პასით), 3:0 გელაშვილი (79. გრიგალაშვილის პასით), 3:1 შარიქაძე (84. სიჭინავას პასით), 4:1 გელაშვილი (86. ელიავას პასით)

ზესტაფონი გაგრა

4-4-2 4-2-3-1

კვასხვაძე სეფიაშვილი

ბენაშვილი ყურულაშვილი

ონიანი კალანდაძე

საჯაია ტყეშელაშვილი

ელიავა გაბუნია

აფციაური ნაკონეჩნი

გორგიაშვილი ქართველიშვილი

გრიგალაშვილი გაბედავა

სარდალიშვილი შარიქაძე

დვალი სიჭინავა

წინამძღვრიშვილი მაგაჯი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. ჭიაბრიშვილი ზ. ჯელაძე

ზესტაფონი

55. დვალი -გელაშვილი

65. სარდალიშვილი-ფიფია

77. გორგიაშვილი-ძარია

სათადარიგოები: მამალაძე, ღონღაძე, კობახიძე, ალადაშვილი

გაგრა

29. ქართველიშვილი -ჯერემია

46. მაგაჯი -კვანტალიანი

75. გაბედავა-ჭკუასელი

სათადარიგოები: მაღრაძე, ჯგერენაია, ორდინსკი, ზვიადაძე

გაფრთხილება: ტყეშელაშვილი (85)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

,,ზესტაფონი" და ,,გაგრა" წლის ბოლოს ერთმანეთს სუპერთასისთვის შეებრძოლებიან, მანამდე კი დიდი დროა და ძნელი სათქმელია მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი ამ შეხვედრას როგორ ფორმაში შეხვდებიან. ჩემპიონატის მატჩში კი ზემოიმერლებმა მოწინააღმდეგე ყველანაირად დაჯაბნეს - ბურთსაც აკონტროლებდნენ და ფლანგების გამოყენებით მწვავედაც უტევდნენ.

გაგრელები ძირითადად დაცვით იყვნენ დაკავებულნი და მეტოქისთვის პრობლემების შექმნას კონტრშეტევებით ცდილობდნენ. მასპინძლებს დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, გორგიაშვილის კუთხურის შემდეგ ონიანმა კარის მიმართულებით თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. სეფიაშვილის კარი ,,მშრალად" დიდხანს არ შენახულა. მე-11 წუთზე ბენაშვილის ჩაწოდების შემდეგ, რომელიც ,,ზესტაფონის" მაისურით 116-ე მატჩს ატარებდა, დვალმა მცველებს დაასწრო და ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმართაგან ყველაზე აქტიურმა მიკოლა ნაკონეჩნიმ დაარტყა კვასხვაძის კარის მიმართულებით, მაგრამ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. 25-ე წუთზე მოედნის ცენტრიდან გრიგალაშვილის მიერ წამოწყებული შესანიშნავი კომბინაცია დვალმა გააგრძელა, მისგან ბურთი წინამძღვრიშვილმა მიიღო, მან კი გრიგალაშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, შოთამ მდევრებს დააწრო და მისივე წამოწყებული შეტევა ლამაზი გოლით დააგვირგვინა - 2:0.

ანატოლი პისკოვეცის შემცვლელმა ზვიად ჯელაძემ მდგომარეობის გამოსწორება ნაადრევი ცვლილებით სცადა. ბექა ქართველიშვილის ნაცვლად მოედანზე ჯონი ჯერემია შეიყვანა, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში. ტაიმის ბოლოს გაგრელებმა თამაში გაათანაბრეს და ორჯერ კარის მიმართულებითაც დაარტყეს, მაგრამ კვასხვაძე ორივეჯერ საიმედოდ გაისარჯა.

გაგრელების აქტიურობა მეორე ტაიმის საწყის წუთებშიც გაგრძელდა. გაბედავას პასის შემდეგ სიჭინავა ცაციათი სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ მცირედით ააცილა. მალევე ზესტაფონელთაგან სარდალიშვილს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს სეფიაშვილი დაეუფლა. ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა და ტაიმის შუაწელამდე საინტერესო აღარაფერი მომხდარა, მერე კი ჭიაბრიშვილმა მოედანზე ნიკა გელაშვილს უხმო, რომლისთვისაც ეს ,,ზესტაფონის" მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული საიუბილეო, მე-100 შეხვედრა იყო. მისი გამოსვლის შემდეგ ფეროელებმა კვლავ მწვავედ შეუტიეს. განსაკუთრებით სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა მატჩის ბოლო ათწუთეული. 79-ე წუთზე გრიგალაშვილი-წინამძღვრიშვილი-გელაშვილის კომბინაცია გელაშვილმა დააგვირგვინა - 3:0.

რამდენიმე წუთში სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, სიჭინავას პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შარიქაძემ კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა - 3:1.

გაგრელებს გახარება არ დაესრულებინათ, მასპინძლებმა სამბურთიანი უპირატესობა რომ აღადგინეს: ელიავას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სტუმართა მცველები დაიბნენ, ტყეშელაშვილმა ბურთი ვერ მოიგერია და გელაშვილმა ბურთი დაუცველ კარში ,,შეაცილა". სხვათა შორის,ჩემპიონატებში ეს ნიკას 59-ე ზესტაფონური გოლი იყო. გულშემატკივრები ამ რიცხვის ,,დამრგვალებასაც" ითხოვდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა