თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ვიტ ჯორჯია" უპრობლემოდ უნდა მოხვდეს პირველ რვა გუნდში
15. 10. მცხეთა. "მცხეთა-პარკი". 50 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:1

0:1 ქებაძე (32), 1:1 ლემონჯავა (34, საკუთარ კარში), 2:1 ჯანელიძე (40)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1) კოლხეთი (4-1-4-1)

ძაძამია ბობღიაშვილი

ხურცილავა გ. კილასონია

ადამაძე ლომაშვილი

კასრაძე ინწკირველი

ღანიაშვილი ლემონჯავა

ვასაძე გოგონაია

გურ. გურეშიძე მდივნიშვილი

კორიფაძე გვალია

ჯანელიძე ქებაძე

ზაქრაძე პ. პათუნაიშვილი

ჩიმაკაძე წიქარიშვილი

მწვრთნელი: ზ. ბერიძე მწვრთნელი: ს. ფილია

ვიტ ჯორჯია

56. ვასაძე-გიორგი გურეშიძე

61. კორიფაძე-გ. ვაშაკიძე

84. ზაქრაძე-ოთარიშვილი

სათადარიგოები: სვანაძე, მაისაშვილი, ხუმარაშვილი, კუხალეიშვილი

კოლხეთი

46. გოგონაია-ჯანაშია

58. წიქარიშვილი-ციცხვაია

73. დათუნაიშვილი-შავგულიძე

სათადარიგოები: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ცხადაია, თედიაშვილი

გაფრთხილება: მდივნიშვილი (23), ღანიაშვილი (74), გურ. გურეშიძე (81)

არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)

პირველი ეტაპის დასრულებამდე საკმარისზე მეტი დროა დარჩენილი, მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ვიტ ჯორჯია" უპრობლემოდ უნდა მოხვდეს პირველ რვა გუნდში. ანუ, ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენაზე ფიქრი ნამდვილად არ მოუწევს და ხანდახან ჩემპიონატის ფავორიტებიც რომ "გაამწაროს", არც ეს ამბავი იქნება გასაკვირვი.

ახლაც, IX ტურის შეხვედრაში "ვიტ ჯორჯიამ" ლოგიკური და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა; თუმცა მართლაც სასურველი იქნებოდა, რომ "ვეტერინართა" საშინაო მატჩებს 50-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდეს, - არადა, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე შაბათს ურიგო შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა (განსაკუთრებით - პირველი ტაიმი).

მატჩის საწყისმა წუთებმა "მშვიდად" ჩაიარა, მერე კი ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ტემპსაც მოუმატეს და ხისტ თამაშსაც, - თუმცა უხეში შეხვედრა იყოო, ამას ვერავინ იტყვის. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა გიორგი ჯანელიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გურამ ადამაძე თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.

ამის შემდეგ იყო ის ეპიზოდი, როცა მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ - მათი აზრით, სტუმართა საჯარიმოში "კოლხეთის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, ამას გარდა ადამაძის წაქცევასაც აპროტესტებდნენ. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა და მალე ის რვა-ცხრაწუთიანი მონაკვეთიც ვნახეთ, შეხვედრის ბედი რომ გადაწყვიტა. სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს და უნდა ითქვას, რომ კომბინაცია მართლაც ეფექტური იყო: ლაშა გვალიამ ზუსტი პასით მარჯვენა ფლანგზე გიორგი კილასონია მოძებნა, ამ უკანასკნელის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე კი ყველას ლაშა ქებაძემ დაასწრო და თავური დარტყმით მეტოქის კარის "ცხრიანს" უმიზნებდა, მაგრამ მასპინძლები გიორგი ძაძამიას რეაქციამ გადაარჩინა.

"ვიტ ჯორჯიას" მეკარემ ბურთი კუთხურზე კი მოიგერია, მაგრამ სწორედ ამ სტანდარტულს მოჰყვა მატჩის პირველი გოლი: მასპინძელთა საჯარიმოში ქაოსური სიტუაცია შეიქმნა, სადაც ყველაზე სწრაფად პაატა დათუნაიშვილი გაერკვა და ყოფილი გუნდის კარში ზუსტადაც დაარტყა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს: მატჩის, უდავოდ, გამორჩეულმა მოთამაშემ გიორგი ჯანელიძემ ჩინებული პასით გარღვევაზე გიორგი კორიფაძე გაიყვანა, რომლის ფლანგური ჩაწოდების შემდეგაც სტუმართა მარცხენა მცველს გიორგი ლემონჯავას ბურთი საკუთარ კარში აეჭრა!

გატანილმა გოლმა მასპინძლებზე აშკარად დადებითად იმოქმედა და მალე მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ: ბესიკ ჩიმაკაძის აქტიურობის შემდეგ ჯანელიძემ საშუალო მანძილიდან ბურთი ზუსტად გაგზავნა მეტოქის კარისკენ, მაგრამ "კოლხეთი" მინდია ბობღიაშვილმა გადაარჩინა. თუმცა, ფოთელთა მეკარე მომდევნო ეპიზოდში უკვე უძლური იყო: "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა, 22 წლის გიორგი ჯანელიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ გიორგი ძაძამიამ კარი დროულად დატოვა და ლაშა გვალიას გოლის გატანა არ დაანება.

მეორე ტაიმი, პირველთან შედარებით მოვლენებით "დახუნძლული" არ ყოფილა: მეტოქეებმაც თითო-თითო სახიფათო მომენტი "გაცვალეს", მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, ერთი შეხედვით, "კოლხეთი" კი ცდილობდა მეტოქის ნახევარზე რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მასპინძლები თამაშის რიტმს უნარიანად აკონტროლებდნენ და როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა