"ლიონის" ნახევარმცველმა იოან გურკუფმა უარყო პრესით გავრცელებული ხმები თითქოს სეზონის ბოლოს "ლიონიდან" წასვლას აპირებდეს
"ლიონის" ნახევარმცველმა იოან გურკუფმა უარყო პრესით გავრცელებული ხმები თითქოს სეზონის ბოლოს "ლიონიდან" წასვლას აპირებდეს.

"არასოდეს მდომებია აქაურობის მიტოვება, რადგან აქ წარუმატებელი პირველი სეზონი მქონდა. "ლიონის" გულშემატკივრები კი ისე შემხვდნენ, როგორც გმირს. როგორც ჩანს, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდი.

ადაპტაცია გამიძნელდა და ცოტა ჩაკეტილი ადამიანი გავხდი. მას შემდეგ კი, რაც ტრავმას მოვირჩენ, მზად ვიქნები, რომ ყველაფერი საუკეთესო ვაჩვენო, რაც შემიძლია. იქამდე, ვიდრე ტრავმა მაწუხებდა, ფეხბურთს ყურადღებით ვაკვირდებოდი. სწორედ ამან გამიადვილა წარსულში მომხდარი გარკვეული მოვლენების გადაფასება," - უთხრა იოანმა "ლე მონდს". როდის დაუბრუნდება გურკუფი მოედანს, ჯერჯერობით, უცნობია.

მეორე ფრანგული გამოცემა "ეკიპი" "ინტერის" მხრიდან "ლიონის" საყრდენი ნახევარმცველით მაქსიმ გონალონით დაინტერესებაზე წერს. 22 წლის ფეხბურთელი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად გუნდიდან ჟერემი ტულალანის წასვლის შემდეგ იქცა. ის იმდენად კარგად თამაშობს, რომ "ეკიპი" ვარაუდობს, მალე მისი სამსახურით ლორან ბლანიც დაინტერესდებაო.

გონალონის კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის, თუმცა მაქსიმი სწორედ იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთაც პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ახალი ხელშეკრულებები შესთავაზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა