გაზეთ "ლა ნუოვა სარდინიას" ჟურნალისტმა ანდრეა სინიმ ახალგაზრდა ქართველზე სტატია მისი სადებიუტო მატჩით დაიწყო
იტალიელ ჟურნალისტებს ჩემპიონატის საწყის ორ ტურში ნიკა მეტრეველის კარგი თამაში არ გამოპარვიათ. მართალია, იგი სარდინიული "დინამო სისარის" ლიდერი არ არის, მაგრამ შეხვედრებში სათადარიგოთა სკამიდან ერთვება და თამაშსაც ამწვავებს.

აქამდე ნიკას "მონტეპასკის" მაისურით სერია A-ში ხუთი მატჩში აქვს ჩატარებული (ჯამში 16 წუთი) და პრაქტიკულად, დებიუტი წლეულს აქვს.გაზეთ "ლა ნუოვა სარდინიას" ჟურნალისტმა - ანდრეა სინიმ სტატია სწორედ მეტრეველის სადებიუტო მატჩით დაიწყო. პუბლიკაციას ასე ჰქვია: "მეტრეველი, სანტიმეტრები და ხარისხი".

"თბილისიდან სარდინიისკენ, რიმინისა და სიენას გავლით. ნიკა მეტრეველის გვარი ამ ქალაქების კლუბების განაცხადების გარდა NBA-ს სკაუტთა წიგნაკებშიც არაერთხელ მოხვედრილა. იგი 2011 წელს "დინამო სისარიში" გაჩერდა. გუნდი გამოცდილებას სთავაზობს, სანაცვლოდ კი მოხსნებს, სწრაფ შეტევასა და ქულებს ითხოვს. 211 სმ სიმაღლის მეტრეველს კარგი მონაცემები აქვს, რაშიც იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო ტურში "მონფერატოსთან" მატჩშიც დავრწმუნდით: 19 წუთში 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 9 ქულას 5 მოხსნა მიამატა, რაც სარდინიელი გულშემატკივრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. დებიუტანტებისთვის ნერვიულობა დამახასიათებელია.

"- საწყის წუთებზე მართლაც ვღელავდი. ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან ახალ გუნდთან ერთად პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებდი. თუმცა მალევე დავმშვიდდი, რის შემდეგაც ყველაფერი კარგად აეწყო, - ამბობს 20 წლის ნიკა და განაგრძობს: - დებიუტით კმაყოფილი ვარ, მატჩში მეორე პერიოდიდან ჩავერთე. თავიდან ორი სწრაფი ფოლი მივიღე, რაც კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ საბოლოოდ გუნდის გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ვცდილობდი დაცვაში აგრესიულად მეთამაშა და მზად ვყოფილიყავი მოხსნებისთვის როგორც საკუთარი, ასევე მეტოქის ფარიდან".

მეტრეველს ორ მატჩში 7-დან 7 ორქულიანი აქვს ჩაგდებული. ამ ფაქტს იგი ლოგიკურად აღიქვამს:

"- ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან "სისარიში" თამაშობს ტრევის დიენერი, რომელიც თანაგუნდელებს ბოლომდე გახსნაში ყოველმხრივ ეხმარება. იგი ისეთ პასებს არიგებს, წარმოუდგენელია ბურთის აცილება. სხვა თანაგუნდელებიც გვერდში მიდგანან და თამაშს მიადვილებენ".

მიუხედავად იმისა, რომ წლეულს იტალიური კლუბები განსაკუთრებულად გაძლიერდნენ, მეტრეველს "სისარის" წარმატების მაინც სჯერა:

"- დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებით ივლის, რადგან ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი და ვიცით რას ვაკეთებთ. მთავარია, ასევე განვაგრძოთ - მივყვეთ მწვრთნელის მითითებებს, რომელმაც კარგად იცის გუნდს გამარჯვება როგორ მოაპოვებინოს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა