ბაქოს "ინტერმა" ბაქოურ დერბიში "ნეფთჩი" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი მატჩის 33-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა
ბაქოს "ინტერმა" ბაქოურ დერბიში "ნეფთჩი" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი მატჩის 33-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა. კახა ცხადაძის გუნდი ნომინალური სტუმარი იყო. ამ გამარჯვებით "ინტერმა" "ნეფთჩი" ჩამოიტოვა და მეორე საფეხურზე გადაინაცვლა, თუმცა აზერბაიჯანული პრემიერლიგის ერთპიროვნულ ლიდერს, ლენქორანის "ხაზარს" 5 ქულით ჩამორჩება.

სომხეთში "ულისმა" "შირაქს" უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. ეს მატჩი კი ჩვენი ყურადღების არეალში იმიტომ მოხვდა, რომ "ულისის" ნახევარმცველმა გიორგი კრასოვსკიმ დუბლი შეასრულა. "ულისი" სომხეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "განძასარს" 7 ქულით უსწრებს.

"ქაისერისფორის" გმირობის შესახებ გუშინ უკვე გამცნეთ, აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორი" კი სტუმრად "ბუიუქშეჰირთან" 0:3 განადგურდა. "სამსუნის" შემადგენლობაში ხუბუტია 77-ე წუთზე გამოჩნდა. "ქაისერისა" არ იყოს, "სამსუნიც" არასახარბიელო მდგომარეობაშია - 18-გუნდიან სუპერლიგაში 5 ქულით მე-15 ადგილზეა, "ქაისერს" კი 7 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზეა.

საბერძნეთში მოასპარეზე ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" საკუთარ მოედანზე "არისთან" 1:1-ს დასჯერდა, დავით კვირკველიას "პანიონიოსი" კი სტუმრად "იანინას" უგოლოდ გაეყარა. შაშიაშვილმაც და კვირკველიამაც გაფრთხილებები მიიღეს. "პანიონიოსი" ბერძნულ სუპერლიგაში 8 ქულით მეშვიდეა, ხოლო "ერგოტელისი" - 5 ქულით მე-10.

ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი "შტურმი" ამ სეზონში არასტაბილურად თამაშობს და ათგუნდიან ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილზეა. თუმცა სასიამოვნოა, რომ გრაცელთა ახალწვეულმა გიორგი ფოფხაძემ ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში უმალ დაიმკვიდრა ადგილი. ქართველმა მცველმა "მატერსბურგთან" გასვლით შეხვედრაში, რომელიც 3:3 დასრულდა, სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად