"დინამო" დინამოელის შვილიშვილმა დაამარცხა
უდავოა, ირაკლი მაისურაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია. თუ რატომ ამას დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. რუსთავის "მეტალურგის" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თბილისის "დინამოს" ძლევაში დიდი როლი ითამაშა, დუბლი შეასრულა და შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა,სამწუხაროდ მატჩის ბოლოს მხარი დაიზიანა და მოედანი დატოვა.

მაისურაძეს, რომელსაც თემურ ქეცბაია ნაკრებში ხშირად იწვევს, საინტერესო ისტორია აქვს - საფეხბურთოც და პირადიც.

- მოგება ტრავმის ფასად დაგიჯდა. სერიოზულად დაშავდი?

- იმედია, მალე გამოვკეთდები, თუმცა ჯერ ზუსტი დიაგნოზი არც ვიცი. ძალიან ცუდად დავეცი, ლავიწი ახლაც ძალიან მტკივა.

- მატჩზე რას იტყვი, განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშეთ.

- "დინამოსთან" თავის გამოჩენა საამაყოა. ურთულესი მატჩი იყო და მიხარია, კონკურენტი რომ დავამარცხეთ, რამაც მესამე ადგილზე დაწინაურების საშუალება მოგვცა.

- შენც განსაკუთრებულად მონდომებული ჩანდი.

- "დინამოს" ჯიბრი ნაღდად არ მაქვს, პირიქით, ამ კლუბთან ჩემს ოჯახს თბილი დამოკიდებულება აკავშირებს, რადგან ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა ვიქტორ ბერეჟნოი იყო - ერთ-ერთი პირველი თაობის დინამოელი, ბორის პაიჭაძისა და ბასა ღოღობერიძის თაობის მოთამაშე. ასე რომ, ჩვენს ოჯახში ეს გუნდი განსაკუთრებულად უყვართ.

თუმცა, მეტოქე მეტოქეა და, ცხადია, მონდომებული ვიყავი, კონკურენტის დამარცხება, მით უფრო, ასეთის, ძალიან სასიამოვნოა.

- ლამაზი გოლები გაიტანე, მაგრამ იღბალმაც გაგიღიმა.

- რა თქმა უნდა, არავინ თქვას, რომ ასეთი გოლის გატანა სურდა და შეგნებულად დაუმიზნა, ასეთი რამ არ ხდება. "დინამოს" კარში გატანილი ჩემი მეორე გოლი ისეთი იყო, ათასიდან ერთხელ რომ გაიტან. ბურთი ფეხზე კარგად მომაჯდა და კარგადაც დავარტყი.

- ეს იყო ექვსქულიანი მოგება, რომელიც "მეტალურგს" უფრო თავდაჯერებულს გახდის.

- გეთანხმებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მატჩი უკვე წარსულია, ახლა შემდეგ ტურში გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ.

- ეს ხომ მხოლოდ ფრაზებია... ჩვენ სამხრეთელები, ქართველები ვართ, მოგება ცაში აგვაფრენს და ღრუბლებში დიდხანს დავფრინავთ ხოლმე.

- შეიძლება, მაგრამ მე ხომ მხოლოდ სანახევროდ ვარ ქართველი. თუმცა ფაქტია, რომ ქართული მენტალიტეტი თავს მაინც იჩენს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, ეს გამარჯვება დავივიწყოთ, სხვაგავრად შედეგი არ გვექნება. აბა, ერთი კვირა რომ ვიფიქროთ, არიქა, "დინამოს" მოვუგეთ და ამით შემდეგ ტურშიც გვეშველებაო, არაფერი გამოვა.

- ნაკრებში რამდენჯერმე გამოგიძახეს, მაგრამ ჯერ არ გითამაშია.

- სამწუხაროდ, პოლონეთში სავიზო პრობლემის გამო ვერ წავედი. ნაკრების ფორმით დღემდე არ მითამაშია, მაგრამ ჩემთვის გამოძახებაც დიდი სტიმულია. რაც მთავარია, გუნდს შევეჩვიე და თუ შანსი მომეცემა, შევეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო. იმედია, ადრე თუ გვიან იმ დონეს მივაღწევ, ნაკრებში თამაში რომ დავიმსახურო.

- ახლა ნაკრებში გამოძახებაც გაკმაყოფილებს?

- ასე ნამდვილად არ არის, თამაში მინდა, მაგრამ, იცით, ამას რატომ ვამბობ? ერთი წლის წინ მე ნაკრებზე კი არა, რიგით ქართულ გუნდში მოწყობაზე ვოცნებობდი და ამის შემდეგ უცებ ნაკრებში მოხვედრაც ბედნიერება არ არის?

- დღეს ნაკრების კანდიდატი ხარ, მაგრამ, როგორც ვიცი, რუსთავის "ოლიმპამდე" ბევრ გუნდში გითხრეს სინჯებზე უარი.

- ასე იყო და დღეს ამაზე მეცინება. უარი ისეთ გუნდებში მითხრეს, დღეს ხუთეულშიც რომ ვერ ხვდებიან. თანაც, ვითხოვდი არა ჩარიცხვას, არამედ მხოლოდ გასინჯვას, მაგრამ ყველგან მეუბნებოდნენ, დაკომპლექტებულები ვართო და თავაზიანი უარით მისტუმრებდნენ. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ ნაკრებში ვერ მოვხვდებოდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის