არსენ ვენგერი ამბობს, რომ თუ "არსენალი" შედეგებს არ გააუმჯობესებს, მას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს
არსენ ვენგერი ამბობს, რომ თუ "არსენალი" შედეგებს არ გააუმჯობესებს, მას თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს. ფრანგი სპეციალისტი, რომლის გუნდმაც აგვისტოში "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8 წააგო, ბრძანებს: "მე იმ სფეროში ვმუშაობ, სადაც მთავარი შედეგია და ადამიანის მომავალსაც ეს განაპირობებს".

ზემოთ მანჩესტერული კრახი ვახსენეთ. ვენგერი ამ წაგებამ საშინლად დათრგუნა, თუმცა კლუბის ამერიკელ მეწილეს, სტენ კროენკს ამის გამო მისი მხარდაჭერა არ შეუწყვეტია. "სტენ კროენკის სიტყვები რწმენისა და მხარდაჭერის შესანიშნავი მაგალითია, მაგრამ მე რეალისტი გახლავართ. გუნდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2:8-ს აგებს, ვერ იტყვის, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. იმას კი არ ვამბობ, რომ სამსახურის დაკარგვა მაშინებს, მაგრამ როდესაც თავს ასეთი ზვავი დაგატყდება, აშკარაა, რომ ამოცანა ჩააფლავე. მეორე მხრივ, იმედგაცრუება ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. დღეს "არსენალი" საოცრად რთულ პერიოდშია. ჩვენ ნებისმიერი შეხვედრის ნებისმიერ დროს შეიძლება გოლი გავუშვათ".

ჩრდილოლონდონურმა კლუბმა, რომელმაც სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი გაყიდა, პრემიერლიგის პირველ ხუთ ტურში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. გულდაწყვეტილი ვენგერი ნასრის ტრანსფერის თემას დღესაც უბრუნდება და ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც 24 წლის ფრანგი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, გასამრჯელო იყო.

"თუ "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" ტიტულებს შევადარებთ, აშკარად გამოჩნდება, რომ ფეხბურთელი "არსენალიდან" "სიტიში" მათ მოსაპოვებლად არ გადავა. მოთამაშეები "ეტიჰედ სთედიუმზე" იმიტომ მიდიან, რომ იქ გაცილებით მეტს უხდიან" - ამბობს ვენგერი, რომელმაც "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე არ დამალა, რომ გასულ ზაფხულს მისი ფეხბურთელების ნახევარი სხვა კლუბში გადასვლას აპირებდა. ფრანგმა სპეციალისტმა განაგრძო:

"ასეთი რთული ზაფხული არასდროს მქონია. ჩემი მოთამაშეების ნახევარი სადღაც გაქცევას აპირებდა. თან ახალი სეზონისთვის მომზადება უნდა დამეგეგმა, თან აზიაში ტურნეზე გავემგზავრეთ, იმავდროულად ფეხბურთელების ერთი ნახევარი სადღაც გარბოდა, მეორე ნახევარი კი გაკვირვებული კითხულობდა, რა ხდება ჩვენს თავს, სტიქიური უბედურება ხომ არ დაგვტეხიაო. წარმოდგენა არ გვქონდა ვინ შემოგვემატებოდა... ეს ნამდვილი საშინელება იყო".

როგორც მოგახსენეთ, წამყვანი ფეხბურთელების გაქცევამ და არეულობამ "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" დიდი ანგარიშით წაგებამდე მიიყვანა. იმ მომენტისთვის ვენგერს მხოლოდ ორი ახალი მოთამაშე ჰყავდა ნაყიდი, ჟერვინიო და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი. დანარჩენი ახალწვეულები "ემირეიტ სთედიუმზე" სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი დღით ადრე გამოჩნდნენ: პერ მერტეზაკერი, მიკელ არტეტა, სანტოსი და იოსი ბენაიუნი.

"სეზონი ახალი დაწყებული გახლდათ, მე კი სამ დღეში ოთხი ახალი ფეხბურთელი ვიყიდე. ესეც ძალიან ძნელი გასაძლები გამოდგა. ღამეები მოლაპარაკებებში გაილია, სიტუაცია ყოველ წამს იცვლებოდა, ბევრი რამ გაურკვეველი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა" - უამბო ვენგერმა ფრანგულ რადიო არხს.

"არსენალის" თავკაცმა არც ის დამალა, რომ ძალიან გადაიღალა: "დიახ, პერიოდულად საშინელ დაღლილობას ვგრძნობ. სეზონი რომ მთავრდება, ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ ვისვენებთ, მაგრამ ასე არ არის. სწორედ მაშინ ვიწყებთ დაძაბულ მუშაობას. სიამოვნებით გავიქცეოდი ერთი თვით ტაიტიზე, სადაც დროის შეგრძნებასაც კი დავკარგავდი, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. მუშაობა სისხლში მაქვს გამჯდარი. ეტყობა, წინა ცხოვრებაში ძალიან ზარმაცი კაცი ვიყავი და ბუნება ვალს სტრესული სამსახურით მაბრუნებინებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად