ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება

ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება

20-23 ოქტომბერს თბილისი ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს
20-23 ოქტომბერს თბილისი ფუტსალში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს. ამ რანგის სანაკრებო ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები სომხეთის, მალტის და მოლდოვას ეროვნული გუნდები იქნებიან. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. დასწრება უფასოა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წელს ტაილანდში გაიმართება, ევროპას 7 ადგილი აქვს. საკვალიფიკაციო მატჩები სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე გუნდები 5 ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფებიდან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველადგილოსნები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი გავა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაემატებიან ის ნაკრებები, რომლებიც პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან განთავისუფლებულები არიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან 14 საუკეთესო გუნდი (ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასულები) მსოფლიოს ჩემპიონატის 7 საგზურს ორმატჩიან პლეი ოფში გაითამაშებს.იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები თბილისურ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქეები სერბეთის, სლოვენიის და ისრაელის ნაკრებები იქნებიან. მატჩები სლოვენიაში ჩატარდება.

აღნიშნული ტურნირის დაწყებასთან დაკავშირებით 18 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაალ ჩიტალაძემ, საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა გიზო ფხოველიშვილმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გალდავამ.

ზაალ ჩიტალაძე:" ნაკრების მზადება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის იანვარში დაიწყო. თავიდან ნახევრად ექსპერიმენტული ნაკრები გვყავდა, გვინდოდა შეგვერჩია ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადებოდა. ამჟამად, ნაკრების მოთამაშეთა ნახევარს გამოცდილი ბიჭები შეადგენენ, ნაწილი ლეგიონერები არიან, ნაწილიც ახალგაზრდულ ნაკრებში თავგამოჩენილი მოთამაშეები. ვერ ვიტყვი, რომ იოლი შეხვედრები გველის, სამივე მეტოქე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს და სამივე თამაშში ბოლომდე უნდა ვირბრძოლოთ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარს გავახარებთ და მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ".

გიორგი გალდავა:" ამ რანგის ტურნირი საქართველოში არ ჩატარებულა, ამიტომ მოახლოებულ მატჩებს ორმაგი დატვირთვა აქვს. ფუტსალი დაძაბული, დინამიური სპორტის სახეობაა და მისი ყურება ნამდვილად საინტერესოა. კარგია, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებით სპორტის სასახლეში დასწრება უფასო იქნება, გულშემატკივარს შეუძლია ნაკრებს უქომაგოს და თამაშების ყურებით სიამოვნება მიიღოს. საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ მომდევო ეტაპის საგზური ჩვენ დაგვრჩება".

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (იბერია სტარი), დავით კეფაშვილი (მარბო ინტერმეზო, ბელგრადი სერბეთი).

მოედნის მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე (იბერია სტარი), გიორგი ნიშნიანიძე ("ნოვაია გენერაცია", სიკტივკარი, რუსეთი), გიორგი ალთუნაშვილი (იბერია სტარი), გიორგი თორთლაძე (სპესტროვოლოსი, ნიქოზია, კიპრი), შოთა ჭანუყვაძე (ალგო თბილისი), კახაბერ მაისაია (ალგო, თბილისი), დავით ბობოხიძე (თსუ), ლევან კობაიძე (თსუ), არჩილ სებისკვერაძე (ალგო თბილისი), დავით ლუკავა (თსუ), ლაშა სიგუნავა (ალგო თბილისი), გიორგი ტიკურიშვილი (ალგო თბილისი).

მთ. მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე

მატჩების გრაფიკი

20 ოქტომბერი

15:30 მოლდოვა - მალტა

18:15 საქართველო - სომხეთი

21 ოქტომბერი

15:30 სომხეთი - მოლდოვა

18:15 საქართველო - მალტა

23 ოქტომბერი

18:30 მალტა - სომხეთი

21:00 მოლდოვა - საქართველო

msy.gov.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა