ქართული გუნდი სლოვენიის ქალაქ ლაშკოში შეკრებაზე იყო და საკონტროლო მატჩებში ახლად დამატებული კალათბურთელები გამოსცადა
საქართველოს ჩემპიონი "არმია" თბილისში დაბრუნდა. გუნდი 1 ოქტომბერს სლოვენიის ქალაქ ლაშკოში შეკრებაზე იყო და ახლად დამატებული კალათბურთელები საკონტროლო მატჩებში გამოსცადა.

ვიდრე მოთამაშეებზე გეტყოდეთ, მოგახსენებთ, რომ არმიელებმა სლოვენიაში სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. პირველი შეხვედრა "როგაშკასთან" გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 76:70. მეორე შეხვედრა "შენტურთან" ფრედ დამთავრდა, თუმცა რადგან კალათბურთში ერთმატჩიანი ბრძოლების საყაიმო ანგარიშით დასრულება არ შეიძლება, დამატებითი დრო დაინიშნა.

ოვერტაიმში კი "შენტურმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 100:99. მესამე შეხვედრა "არმიამ" მოიგო - ძალოვნებმა ხორვატიის "კრიჟევცი" 75:69 დაამარცხეს.

კოტე ტუღუშის შეგირდებს უახლოესი მატჩი 22 ოქტომბერს ელით - საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდებიან. პირველობაზე 11 გუნდი მონაწილეობს და ყოველ ტურში ერთი ისვენებს. ჩემპიონატის პირველ დღეს "არმიამ" დაისვენა.

მკითხველს ისიც ეცოდინება, რომ ჩვენი ჩემპიონი წლეულს ევროჩელენჯის გათამაშებაშიც მიიღებს მონაწილეობას. მას ჯგუფში ჰოლანდიურ "ლეიდენთან", გერმანულ "გოტინგენთან" და თურქულ "ბეშიქთაშთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. პირველი მატჩი თბილისშია - 8 ნოემბერს "არმია" "გოტინგენს" უმასპინძლებს.

ევროტურნირზე ქართული გუნდი ხუთი უცხოელით წარსდგება. უკანა ხაზის ლიდერი სანდიეტა გეინსი იქნება, რომელიც "ნიუ ჯერსის" წევრია და საქართველოში ლოკაუტის დასრულებამდე ითამაშებს.

ამავე ამპლუის მოთამაშეა 26 წლის პუერტორიკოელი გილერმო დიასი. იგი 2008 წელს "კლიპერსის" წევრი იყო.

ჯერემი რიჩარდსონიც არაერთ ამერიკულ კლუბში გამოდიოდა, თუმცა "ატლანტასა" და "ორლანდოში" ფეხი ვერ მოიკიდა და ევროპაში გადმოვიდა. გასულ სეზონში იგი ესპანური "ვალენსიას" ღირსებას იცავდა.

ბელგიური "ოოსტენდედან" ჩამოვიდა უილიამ ტომასი, რომელიც 201 სმ. სიმაღლის ფორვარდია.

ყველაზე ადრე "არმიას" ცენტრი შვედი იოაკიმ კიელბომი შეუერთდა, რომელმაც ევრობასკეტზე ქართველ თანაგუნდლებთან ერთად ჩვენი ნაკრების თამაში იხილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად