მას შემდეგ, რაც მარიო ბალოტელიმ "მანჩესტერ სიტის" მიაშურა, მილანის "ინტერის" მესვეურები თავდამსხმლის გადაბირებაზე დაფიქრდნენ...

მას შემდეგ, რაც მარიო ბალოტელიმ "მანჩესტერ სიტის" მიაშურა, მილანის "ინტერის" მესვეურები თავდამსხმლის გადაბირებაზე დაფიქრდნენ. რაფაელ ბენიტესის განკარგულებაში დღეს სამი მაღალი კლასის თავდამსხმელია: გორან პანდევი, დიეგო მილიტო და სამუელ ეტო'ო. თუ მილანელებს ყველა ტროფეის შენარჩუნება სურთ, რომლებოც გასულ სეზონში მოიპოვეს, აშკარაა, რომ კიდევ მინიმუმ ერთი ფორვარდის დამატებაზე უნდა იფიქრონ.

არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ "ინტერში" ანტონიო კასანო უნდა გადასულიყო, თუმცა ეს ამბავი საბოლოოდ გამოირიცხა, რადგან ანტონიომ უკვე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა "სამპდორიას" შემადგენლობაში. "კორიერეს" ცნობით, მილანელები სხვა მიმართულებით აპირებენ გააქტიურებას და შეეცდებიან ლონდონის "ჩელსიდან" დიდიე დროგბა გადაიბირონ.

თუ ამ გამოცემას ვენდობით, მილანელები მას შემდეგ დაინტერესდნენ კოტ დივუარელი ფორვარდით, რაც მისი "რეალში" არშემდგარი ტრანსფერის შესახებ გაცხადდა. საუბარი იმაზეა, თითქოსდა ლონდონელები მზად იყვნენ დიდიე 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაეთმოთ, მაგრამ ფლორენტინო პერესმა აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

მასიმო მორატი სწორედ ამ ცნობამ აანთო და ბიუჯეტსაც გადახედა - "კორიერეს" მტკიცებით, უახლოეს დღეებში ლომბარდიელები ოფიციალური წინადადებით მიმართავენ ინგლისელებს და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან. ისე, ცოტა კი გვეეჭვება, რომ ლონდონელები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თავდამსხმელს 30 მილიონ ევროდ შეელიონ.

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს