"პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა მომავალი კვირის ბოლომდე უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების მესაჭედ
ინგლისის რაგბის კავშირის აღმასკომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მარტინ ტომასმა, "პომების" თავკაც მარტინ ჯონსონს შესთავაზა მომავალი კვირის ბოლომდე გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების მესაჭედ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების მსოფლიოს თასზე გამოსვლა უარყოფითად იყო შეფასებული. "პომების" შესაძლო წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ლეგენდარულმა ინგლისელმა მორაგბემ ლოურენს დალალიომ იწინასწარმეტყველა. "ეს გუნდი მზად არ არის ვებ ელისის თასი მოიგოს" - თქვა მაშინ მრავლისმნახველმა მესამეხაზელმა.

მიუხედავად ამისა, ინგლისის რაგბის კავშირში მიაჩნიათ, რომ ნაკრებს ისევ მარტინ ჯონსონი უნდა წვრთნიდეს. თუმცა, მას კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და მხლოდ ჯონსონზეა დამოკიდებული განაგრძობს თუ არა ეროვნულ გუნდში მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიო თასის გათამაშება 2015 წელს სწორედ ინგლისში გაიმათება, რაც "პომების" წარმატების შანსს საგრძნობლად ზრდის.

"არ მინდა ისე გაიგონ თითქოს მარტინ ჯონსონს ულტიმატუმს ვუყენებდე. მას შეუძლია იმდენ ხანს იფიქროს, რამენსაც საჭიროდ ჩათვლის. მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი მარტინს და ახლაც მიმაჩნია, რომ ნაკრებს მან უნდა უხემძღვანელოს" - თქვა მარტინ ტომასმა.

თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვს ინგლისური რაგბის კიდევ ერთ ლეგენდას უილ კარლინგს.

"ვფიქრობ "ჯონო" სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ ის ნაკრებში დარჩება მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო შეილახება. ის მეტად ლოიალური ადამიანია და ძალიან გაუჭირდა გუნდის თავგასული მოთამაშეების დამორჩილება.

ცხადია, "ჯონოს" გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილს ვერ დაუკარგავ. ის დიდი მორაგბე და გუნდის კაპიტანი იყო. თუ მისი მოღვაწეობის ბოლო სამ წელიწადს განვიხილავთ, საამაყო ბევრი არაფერი აქვს" - თქვა უილ კარლინგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია