დღეს ბოლო ტურში ქართველი დიდოსტატი შავი ფიგურებით იანა კრივიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდება
ჯაკარტაში დღეს დამთავრდება ინდონეზიის ღია ჩემპიონატი, რომელშიც თბილისელი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილიც მონაწილეობს. გუშინ ორი ტურის პარტიები გაიმართა.

ჩვენებურმა მონაპოვარს 1,5 ქულა შესძინა: ჯერ ინდონეზიელ ჰენი მარენტეკს დაუზავდა, შემდეგ კი მის თანამემამულე მაკსუმ ფირდაუსს სძლია, მოაგროვა 4 ქულა და 34-47-ე ადგილებს ინაწილებს.

გათამაშების ცხრილის სათავეში 6,5 ქულით, ყველასთვის მოულოდნელად, ინდოელი სურია შეხარ განგული (2631) მოექცა. მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ტურნირის რეიტინგფავორიტი ვან იუე (ჩინეთი, 2706), ლი ჩაო (ჩინეთი, 2710), ალექსეი დრეევი (რუსეთი, 2712), ოლივერ ბარბოსა (ფილიპინები, 2538) და სანდრო მარეკო (არგენტინა, 2597).

დღეს ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: ვან იუე (6)-შეხარ განგული (6,5), ალექსეი დრეევი (6)-ოლივერ ბარბოსა (6), ლი ჩაო (6)-სანდრო მარეკო (6), სოუ უესლი (5,5)-რიჩარდ ბითუუნი (5,5), ვლადისლავ ტკაჩიევი (5,5)-ჰაი დაო (5,5), ძუნ ჩჟოუ (5,5)-სუსანტო მეგარანტო (5,5).

სოფიკო გურამიშვილი შავი ფიგურებით იანა კრივიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდება. ქალებში 5 ქულით რეგინა პოკორნა (სლოვაკეთი) მოწინავეობს. ბოლო ტურში იგი ტიგრან კოტანჯიანთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...