თბილისის ხუთმა სკოლამ გადაწყვიტა გაერთიანება და სპორტული კლუბი შექმნა
გუშინ, 18 ოქტომბერს თბილისის 115 სკოლას გიორგი ასანიძე სტუმრობდა. მას, როგორც ოლიმპიურ ჩემპიონს სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ამჟამად ბატონი გიორგი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა და სკოლაშიც საქმიანი ვიზიტით იყო. კერძოდ...

- თბილისის ხუთმა სკოლამ გადაწყვიტა გაერთიანება და სპორტული კლუბის შექმნა. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მათ ამის უფლება აქვთ, ამიტომ ასეთი წამოწყება მისასალმებელია, რადგან ახალგაზრდობაში სპორტის განვითარებას ემსახურება. სპორტული პოტენციალი თითოეულ ადამიანშია, მთავარი მისი სწორი მიმართულებით წარმართვაა. ვიმედოვნებ, სპორტული კლუბის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს, როგორც სპორტში ახალგაზრდობის მეტად ჩართვას, ასევე სკოლებს შორის კავშირს. კლუბისთვის კარგი სახელი შეურჩევიათ - "მორკინალი". ვფიქრობ, ამ წამოწყებას კიდევ არაერთი სკოლა შეუერთდება, - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

საუბარი 115 სკოლის დირექტორმა ზვიად ქადარიამ განაგრძო:

- საქმის დაწყება იოლი არ არის. მაგრამ, ხუთმა სკოლამ ეს გავაკეთეთ, ახლა სხვა სკოლებიც უნდა შემოგვიერთდნენ და თბილისის მასშტაბებსაც უნდა გავცდეთ.

ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელმა გია ბეგიაშვილმა დასძინა, რომ პირველი ღონისძიება 20 ოქტომბერს დაიწყება და მასში უკვე ათი სკოლის საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კლუბის სამომავლო მიზნებზე კი თქვა:

- პირველ რიგში, ჩატარდება შიდა სასკოლო შეჯიბრებები, რომელიც გამოარკვევს სკოლის საუკეთესო სპორტსმენებს. მათგან შეიკრიბება სკოლის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კლუბის სასკოლო ჩემპიონატში. კლუბებში თავგამოჩენილი მოსწავლეებისგან შეკრებილი ნაკრები კი ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ ტურნირებში ითამაშებს. ღონიეძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მეხუთე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.

207 სკოლის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე:

- მტკიცე საძირკველი ჩავყარეთ, ახლა მთავარია ზედნაშენი. კლუბის ჩამოყალიბებით არაერთ ახალგაზრდას გამოვგლიჯავთ ქუჩას და სწორ გზაზე დავაყენებთ.

ბოლოს დავძენთ, რომ კლუბში გაერთიანდნენ 115 (დირექტორი ზვიად ქადარია), 69-ე (თეა პაპავა), 173-ე (თინათინ ნასიძე), 114-ე (გულიკო გაბიტაშვილი), 207-ე (ზურაბ ჩხაიძე) სკოლები. დამსწრე საზოგადოებას ხალხური სიმღერები შესთავაზა სკოლის პატარა მომღერალთა გუნდმა. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად