ვერმაელენის ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი ჩრდილოლონდონური კლუბისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო
"არსენალის" თავკაცმა, არსენ ვენგერმა თქვა, რომ 25 წლის ბელგიელმა მცველმა, ტომას ვერმაელენმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამით "ემირეიტ სთედიუმიდან" ფეხბურთელების გაქცევას წერტილი დაესვა. კი მაგრამ, რობინ ვან პერსი? განა "მეთოფეთა" ახალი კაპიტნის ამბავი გარკვეულია?

ვერმაელენის ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი ჩრდილოლონდონური კლუბისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თან, ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი ვენგერის იმ ინტრევიუს მეორე დღეს მოაწერეს, რომელშიც "არსენალის" ფრანგი მწვრთნელი ყვებოდა თუ როგორ გარბოდა ზაფხულში კლუბიდან თითქმის ნახევარი გუნდი. დღეს, ვენგერი უკვე სხვანაირად ლაპარაკობს:

"ვერმაელენის ამბავი სულ სხვა განწყობილებაზე მიგვანიშნებს. ახლა უკვე გადაღლილი, მაგრამ ბედნიერი კლუბი ვართ. რასაკვირველია, როგორც გვინდოდა სეზონი ისე ვერ დავიწყეთ, მაგრამ საკუთრივ გუნდში საუცხოო ატმოსფეროა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, ჩვენ სეზონის შემოტრიალება გვინდა და ის ფაქტი, რომ ფეხბურთელები "არსენალთან" ახალ კონტრაქტებს აფორმებენ, დამაიმედებელია".

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ვერმაელენის ამბავმა მთელი ყურადღება 28 წლის ვან პერსიზე გადაიტანა.

ბელგიელს ჰოლანდიელის მსგავსად, ძველი კონტრაქტის ვადის გავლამდე 19 თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ მისგან განსხვავებით ვან პერსის საქმე ჯერჯერობით წინ ვერ მიდის. მისი მდგომარეობა "არსენალში" ყველას აშფოთებს, თავად ფეხბურთელსაც კი. ანდა, სხვანაირად როგორ იქნება, როდესაც თვალწინ სამირ ნასრის მაგალითია - ნასრი ახალ ხელშეკრულებაზე ლაპარაკს გაურბოდა და საბოლოოდ გადავიდა კიდეც სხვა კლუბში - "მანჩესტერ სიტიში".

სხვა საქმეა, რომ ვენგერი და ვან პერსი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ერთგულებაზე. ისინი ამბობენ, რომ ჰოლანდიელი "მეთოფეთა" ერთგულია, მაგრამ დაეჭვებული ჟურნალისტების თქმით ლაპარაკი არაფერს ნიშნავს. ნამდვილი ერთგულება ვერმაელენმა გამოამჟღავნა. ის კლუბში ურთულეს დროს დარჩა, როდესაც გუნდმა სეზონი საშინლად დაიწყო და გაჩნდა რეალური საშიშროება, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს ვერც კი მოიპოვებს.

ეს დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება ერთგული ვან პერსის დამოკიდებულებისგან, რომელიც სეზონის ჩამთავრებას ელოდება, რათა შეხედოს, გადის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თუ არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად