31 წლის ინგლისელი მცველი, ლედლი კინგი გასულ სეზონში დაშავებული იყო - ტოტენჰემელმა ექვსი თვე საზარდულის ტრავმის გამო გააცდინა
31 წლის ინგლისელი მცველი, ლედლი კინგი გასულ სეზონში დაშავებული იყო - ტოტენჰემელმა ექვსი თვე საზარდულის ტრავმის გამო გააცდინა. კინგი "დეზების" ბოლო შეხვედრაში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ (2:2) მოედანზე იყო, მაგრამ... ისევ დაშავდა. ექიმებმა თქვეს, რომ მას კვლავ საზარდულის პრობლემა აქვს, თუმცა, ამჯერად ვეტერანს ხანგრძლივი მკურნალობა აღარ დასჭირდება. "სფურზის" ბანაკი აცხადებს, რომ კინგი მოედანს ნოემბერში დაუბრუნდება.

მისი თანაგუნდელი, 29 წლის თავდამსხმელი, ჯერმაინ დეფო კი თამამად აცხადებს, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე დისკვალიფიცირებულ უეინ რუნის შეცვლის. "ნიუკასლ იუნაიტედთან" ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში დეფომ დაამტკიცა, რომ გოლის ალღო არ დაუკარგავს. ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და მიმდინარე სეზონში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ რუნის, ჩერნოგორიასთან შესარჩევ შეხვედრაში გაძევების გამო, უეფამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერელი პოლონეთსა და უკრაინაში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ნაკრების მწვრთნელ ფაბიო კაპელოს მისი შემცვლელი სჭირდება.

დეფო ეროვნულ გუნდში პირველად 2004 წელს გამოჩნდა, რის შემდეგაც 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა. "დეზების" ფორვარდმა თქვა:

"როდესაც ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც ახლა, გოლების გატანა ნებისმიერ დონეზე შემიძლია, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც. ინგლისის ნაკრებში კარგი შედეგი მაქვს და ჩერნოგორიასთან შეხვედრის წინ განაცხადში რომ არ შემიყვანეს, ნაწყენი დავრჩი. ახლა ორმაგად მწურია გოლების გატანა. მწვრთნელმა ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობების ამბავი, ასე რომ, ველოდები რას გადაწყვეტს. მე, ჩემი მხრივ, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა კაპელოს თავი მოვაწონო და გაისად ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია