დელ პიეროს უკვე უთხრეს, რომ მისი დრო ამოიწურა - საკითხავი ისღაა, მობეზრდა თუ არა "იუვეს" ლეგენდარულ კაპიტანს ბურთის გორება
თანამედროვე ფეხბურთში იშვიათი მოვლენაა მოთამაშემ მთელი საფეხბურთო კარიერა ერთ გუნდს შესწიროს, ერთ-ერთი ასეთი იშვიათთაგანი კი "იუვენტუსის" ლეგენდარული კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო გახლავთ.

მართალია, 1991-1993 წლებში ალექსი "პადოვაში" ასპარეზობდა, მაგრამ ეს მისი კარიერის საწყისი წლები იყო და სათვალავში არც უნდა ჩავთვალოთ. აი შემდეგ კი დაიწყო დიდი ერა, რომელიც 18 სეზონს, 495 მეტ შეხვედრას და 205 გოლს ითვლის.

მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და დელ პიეროს ტურინული კარიერაც ფინიშისკენ მიექანება. დიახ, "იუვენტუსის" პრეზიდენტის, ანდრეა ანიელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალესანდრო უკანასკნელ სეზონს ატარებს გუნდთან ერთად და მაისიდან შესაძლებლობა მიეცემა კლუბის ადმინისტრაციაში გადაინაცვლოს. მოვუსმინოთ ანიელის:

"დასამალი არაფერია, ანტონიო კონტემ სრულიად ახალი გუნდის გაკეთება დაისახა მიზნად, რომელშიც ძველი გვარდიიდან მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონის ადგილი მოიძებნა. ალესანდრო დელ პიეროს ძალიან უნდოდა ახალ სტადიონზე თამაში და გამომდინარე აქედან, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება გვთხოვა.

ბუნებრივია, უარზე არ წავედით და ალეს ახალ სტადიონზე ასპარეზობის საშუალება მივეცით. თუმცა, მაისში მის ხელშეკრულებას ვადა ეწურება და გადაწყვეტილი ამბავია, რომ მას აღარ გავახანგრძლივებთ. აქვე, მინდა დელ პიეროსადმი ჩემი უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, გუნდის ცოცხალი ლეგენდაა და კარგი იქნება თუ კლუბის ადმინისტრაციაში გააგრძელებს მუშაობას. ოფიციალური წინადადებით მას ზამთარში მივმართავთ და ამით, რამდენიმე თვეს მივცემთ მოსაფიქრებლად".

ჯერჯერობით, დელ პიეროს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, რას აპირებს სეზონის დასრულების შემდეგ. თუ კარიერის დასრულება აქვს განზრახული, ალბათ ანიელის შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდება, მაგრამ თუ ჯერ კიდევ სურს ფეხბურთის თამაში, მაშინ გუნდის გამოცვლაზე უნდა იფიქროს.

ძნელი სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალე, მაგრამ ერთ-ერთი მისი კომენტარი გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს - ეს სიტყვები დელ პიერომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვა, თუმცა არა თუ დაძველდა, დროის სვლასთან ერთად, უფრო აქტუალური გახდა:

"დავასრულებ თუ არა კარიერას "იუვენტუსში"? - ეს იმაზეა დამოკიდებული, როდემდე ვიქნები ტურინული გრანდისთვის საჭირო და როდის მომბეზრდება მე ფეხბურთის თამაში. თუ კარიერის დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, "იუვესთვის" ჩემს საჭიროებას დაასწრებს, მაშინ კარიერას სწორედ "ვეკია სენიორაში" დავასრულებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ახალ გუნდს მოვძებნი.

ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალი გუნდი იტალიური არ იქნება - ვერასდროს წარმომიდგენია თავი "იუვენტუსის" მეტოქის რანგში და არ მინდა ეს როდესმე მოხდეს. ასე რომ, თუ საჭიროებამ მოიტანა, კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ, შესაძლოა კონტინენტსაც კი გავცდე და ვთქვათ ამერიკაში, ან იაპონიაში მოვსინჯო ძალები. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ არც კარიერის დასრულებას ვაპირებ და არც "იუვეს" მესვეურებს უთქვამთ, შენი დრო ამიუწურაო".

დელ პიეროს უკვე უთხრეს, რომ მისი დრო ამოიწურა - საკითხავი ისღაა, მობეზრდა თუ არა "იუვეს" ლეგენდარულ კაპიტანს ბურთის გორება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში