ცნობილი ამბავია, რომ "ლაციო" ბენიტო მუსოლინის საყვარელი გუნდი გახლდათ და "ბიანკოჩელესტეს" მხურვალედ გულშემატკივრობდა
ცნობილი ამბავია, რომ "ლაციო" ბენიტო მუსოლინის საყვარელი გუნდი გახლდათ და "ბიანკოჩელესტეს" მხურვალედ გულშემატკივრობდა. იმ პერიოდიდან, როდესაც იტალიას დუჩე მართავდა, დიდი დრო გავიდა, მაგრამ "ლაციოს" გულშემატკივრები დღემდე ვერ ივიწყებენ მუსოლინის და როგორც ჩანს, სწორედ მის საპატივსაცემოდ იყენებენ ძალიან ხშირად ნაცისტურ სიმბოლიკებს. ამის გამო, რომაული კლუბი არაერთხელ დაჯარიმებულა, თუმცა საქმეს ვერც ეს შველის.

ბოლოს, ასეთ ინციდენტს რომაულ დერბიზე ჰქონდა ადგილი, როდესაც ტრიბუნებზე მყოფმა რამდენიმე ტიფოზმა მიროსლავ კლოზეს ბანერი გამოუკიდეს - აღნიშნულ ბანერზე ნაცისტური შრიფტით, გერმანულ ენაზე გახლდათ მიწერილი: KLOSE MIT UNS, ანუ კლოზე ჩვენთან არის.

ბუნებრივია, ამ ამბავს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟურნალისტები აზრს თავად მიროსაც დაეკითხნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კლოზემ თავი შორს დაიჭირა ნაცისტური მოძრაობისგან, თუმცა არც ქომაგთა კრიტიკით გამოუდია თავი - ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან: არც მწვადი დაწვა და არც შამფური:

"ვერ გეტყვით რა ბანერი გამოკიდეს ტრიბუნებზე, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: არავითარი კავშირი ნაცისტურ მოძრაობასთან არ მაქვს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ტრიბუნებიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის და ვერც ვერავის ვუკარნახებ როგორ იცხოვროს, ვინ უყვარდეს და ვინ არა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა