ოლაფ რაფნსონის თქმით, ჩვენი ქვეყანა სულ მალე ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო ქვეყნად იქცევა
ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ოლაფ რაფნსონმა საკუთარი მოსაზრებები ერთ პუბლიკაციად ჩამოაყალიბა. იგი ევრობასკეტს აფასებს, წერს სხვადასხვა ნაკრებებზე და კალათბურთელებზე. ვფიქრობთ, ეს სტატია ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს, მით უმეტეს, რომ რაფნსონის წერილში საქართველოს ეროვნული გუნდის პარალელურად სიტყვა "ფანტასტიკურს" ვხვდებით.

"პატივცემულო საკალათბურთო მეგობრებო, ევრობასკეტი 2011 ისტორიას ჩაბარდა. ახლა უკვე შეგვიძლია ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დავაფიქსიროთ.

ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ესპანეთის ნაკრებს ჩემპიონობას. ვეთანხმები სერბ სპეციალისტ დუშან ივკოვიჩს, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა სწორედ წლეულს ესპანელებს ჰყავდათ. დიდი ხმაური მოჰყვა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების თურქეთთან წაგებას, მითუმეტეს, რომ მომავალმა ჩემპიონებმა მეოთხე პერიოდში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდეს. თუმცა ესპანელთა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ კარგად იცის საკუთარი მექანიზმის რა ნაწილი როდის გამოიყენოს და ყველა "ცილინდრი" რა ეტაპზე აამოქმედოს.

თუ ვინმეს სურს ესპანელთა სიძლიერეში დარწმუნება, გადახედოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელებს: პაუ გასოლმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა. თუმცა №1 კალათბურთელად ხუან კარლოს ნავარო დასახელდა - ისიც ესპანელია.

საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს საპრიზო სამეული. ტონი პარკერის წინამძღოლობით საფრანგეთის ნაკრებმა ფანტასტიკური თამაში უჩვენა. რუსეთი კი ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა პოდიუმს (რუსებმა 2007 წელს ევრობასკეტი მოიგეს).

მათ გარდა იყო ნაკრებები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი გაალამაზეს. მაკედონიამ მეოთხე ადგილი დაიკავა და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. მაკედონელებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს და თავისი ქომაგი გაახარეს როგორც ლიტვაში, ასევე სამშობლოში. სკოპიეში ისინი ნამდვილ გმირებად დაბრუნდნენ.

ფინეთის ნაკრებმა ამ ზაფხულს დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირიდან დაიწყო და მეორე ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია.

საქართველოს ნაკრებიც მეორე ეტაპზე გავიდა, ითამაშა ვილნიუსში და დაგვანახა, რომ "ტოპ-დონის" გუნდია. თუმცაღა ორი წლის წინათ B დივიზიონში გამოდიოდა. მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა გავზარდეთ და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურით დავაჯილდოვეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფანტასტიკურ თამაშს უჩვენებდა. ასეც მოხდა, რადგან იგი აღმავლობს გზაზეა და სულ მალე ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო ქვეყნად იქცევა, როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო კალათბურთში.

მეოთხედფინალში მაკედონიასთან წაგებამ მასპინძელ ლიტველებს იმედები გაუცრუა, მაგრამ ამ ქვეყანაში კალათბურთი ისე უყვართ, რომ საკლასიფიკაციო მატჩებშიც აქტიურად ქომაგობდნენ ლიტვას. ტურნირის მსვლელობისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მთელი ქვეყანა კალათბურთით ცხოვრობდა. მოკლედ, ლიტვამ ევრობასკეტის მომავალ მასპინძლებს უმაღლესი სტანდარტები შესთავაზა და იმედი მაქვს თამასას არც სხვა ქვეყნები დასწევენ.

ისღა დამრჩენია დაგემშვიდობოთ და წარმატებული საკლუბო სეზონი გისურვოთ.

კეთილი სურვილებით, ოლაფურ რაფნსონი, ფიბა-ევროპის პრეზიდენტი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად