მარკოიშვილისა და შერმადინის "კანტუმ" ფრანგული "ნანსი" მიიღო, ხოლო ფაჩულიას "გალათასარაი" პოლონურ "პროკომს" ეწვია
ევროლიგა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრებაა. მასში წლეულს ერთბაშად 4 ქართველი კალათბურთელი მონაწილეობს, რაც ევროლიგის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ტურნირი ორშაბათს "ჟალგირისი"-ცსკა-ს მატჩით გაიხსნა, გუშინ კი სამი ქართველის ორმა კლუბმა ითამაშა: მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" ნიკოლას ბატუმის ფრანგული "ნანსი" მიიღო, ხოლო ზაზა ფაჩულიას "გალათასარაი" პოლონურ "პროკომს" ეწვია.

ჩვენდა გასახარად ევროლიგის პირველი ტური ქართველთა გამარჯვებებით დაიწყო: "კანტუმ" ფრანგები 80:69 დაამარცხა, ხოლო "გალათასარაიმ" პოლონეთში 76:72 იმარჯვა.

ვიდრე შეხვედრათა მსვლელობებს შევეხებოდეთ, ქართველებზე უნდა ვთქვათ. ნამდვილად არ გვეგონა, თუ ერთი დღის ჩასულ გიორგი შერმადინს (14:26 წუთი) "კანტუს" მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერი იმაზე მეტად ენდობოდა, ვიდრე გამოცდილ ცენტრ დენის მარკონატოს (12:18 წუთი). თუმცა მატჩის მერვე წუთზე მოედანზე შესულმა 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა ნაყოფიერად იშრომა და მწვრთნელის ნდობაც დაიმსახურა. აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ გიორგიმ შეხვედრის ბოლო 12 წუთში მხოლოდ ორი წუთი დაისვენა, ისიც მეოთხე პერიოდის შუაში - გადამწყვეტ მომენტში მოედანზე იყო.

არ გეგონოთ, მატჩის მსვლელობისას "კანტუს" 19 ნომერის გარდა ვერავის ვამჩნევდით, მან სხვა თანაგუნდელებთან ერთად მართლაც ნაყოფიერედ იმუშავა, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს: მარგი ქმედების კოეფიციენტის (18) მიხედვით იგი "კანტუში" საუკეთესო იყო. ამ მაჩვენებლით მეორე გახლდათ ვლადიმირ მიკოვი - 15.

შერმადინმა ერთი ორქულიანი ჩატენვით დააგვირგვინა, 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა და 8 ქულას 6 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მიამატა. მან 2 ფოლი მიიღო, მეტოქეებს კი წესების დარღვევა 6-ჯერ აიძულა.

აქამდეც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ "კანტუს" სათავეში მეტად ჭკვიანი კაცი უდგას: ტრინჩიერი ცდილობდა მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი ერთდროულად ეთამაშებინა. ეს ახალბედა ქართველ ცენტრს საქმეს გაუიოლებდა. ასეც მოხდა. თავის მხრივ, მანუმ ჩვეული დამაჯერებლობით ითამაშა, მსროლელის პოზიციაზეც ირჯებოდა და დიდი დრო გამთამაშებლის ფუნქციების შესრულებას მოახმარა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ზოგჯერ მისი პლეიმეიქერად გამოყენებაც შეიძლება.

მარკოიშვილმა 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაშის შემდეგ "კანტუმ" მცირე უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მეოთხე პერიოდის დასაწყისში მანუჩარის ორი საჯარიმოს წყალობით სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა (59:52). ამის შემდეგ ისედაც მშვიდად მოთამაშე კანტუელებს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

პოლონეთში ზაზა ფაჩულიას "გალათასარაიმ" ოთხივე პერიოდში არათანაბრად ითამაშა: პირველი მეოთხედი ორი ქულის სხვაობით მოიგო, მეორე - 11:18 დათმო, თუმცა მესამე ათწუთეულში საოცარი თამაში უჩვენა და მეტოქეს 27:11 აჯობა. მეოთხე პერიოდის წინ თურქები 11 ქულით იგებდნენ და ძნელი წარმოსადგენი იყო პოლონელებს თამაში შემოეტრიალებინათ. თუმცა მათ ეს მოახერხეს და სირენამდე 16 წამით ადრე სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს - 71:74. საბოლოოდ "გალათასარაი" მაინც არ გატყდა და 76:72 გაიმარჯვა.

თურქული კლუბის ქართველმა ცენტრმა, ფაჩულიამ 4:39 წუთი ითამაშა და აქტივში მხოლოდ ერთი მოხსნა ჩაიწერა.

დღეს ევროლიგაზე მეოთხე ქართველი ჩაერთვება - თორნიკე შენგელიას "შარლერუა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად