გადაცემა სრული პროექტით ამიერიდან " GMG-ფეხბურთის" არხზე გავა ზუსტად იმ ფორმატით, როგორიც ადრე იყო
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ (აგვისტოს დასაწყისში) "ლელომ" მკითხველს ჩვენი კოლეგები, ცნობილი ტელესახეები "შეახვედრა": დავით მინაშვილი ("საზოგადოებრივი მაუწყებელი"), დიმიტრი ობოლაძე ("რუსთავი-2") და ლაშა დვალიშვილი ("მზე"). ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი ვრცელი მასალა ("კაცურად, გაგვიგეთ კაცებს: გვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი!") კოლეგების საქმიანობას ეძღვნებოდა, სამ სხვადასხვა არხზე კვირაში ერთხელ მაღალპროფესიული საფეხბურთო გადაცემებით რომ ანებივრებდნენ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ახალი სეზონის დაწყების შემდეგ დიმიტრი ობოლაძის "საფეხბურთო ღამეც" დაიხურა და ლაშა დვალიშვილის საავტორო გადაცემაც "105 წუთი"; კიდევ კარგი, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობა კვლავაც რჩება სპორტის დიდ ქომაგად და ამა წლის აგვისტოდან მოყოლებული, პირველი არხის ეთერით კვირაში ორი სპორტული გადაცემა გადის: ორშაბათობით "გოლი" და ხუთშაბათობით "არენა".

და აი, ქართულ ტელესივრცეში დღეიდან კიდევ ერთი საფეხბურთო გადაცემა გამოჩნდება (უფრო ზუსტად, ბრუნდება) - ტელეკომპანია GMG-ის ეთერით, კერძოდ კი "GMG-ფეხბურთის" არხზე ყოველ ხუთშაბათს, 23 საათიდან "საფეხბურთო ღამე" დაიწყება, რომელსაც კვლავაც დიმიტრი ობოლაძე წაიყვანს! აქვე, დავაზუსტებთ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმ გადაცემებზე, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე რომაა ორიენტირებული. ახლა კი, აღდგენილ "საფეხბურთო ღამეზეც" ვისაუბროთ; უფრო ზუსტად, ძველ-ახალი გადაცემის თაობაზე ჩვენი კოლეგის, " GMG ფეხბურთის" პროდიუსერის ლევან სალუქვაძის ნაამბობი გვინდა შემოგთავაზოთ.

- გადაცემა "საფეხბურთო ღემე" სრული პროექტით ამიერიდან " GMG-ფეხბურთის" არხზე გავა ზუსტად იმ ფორმატით, როგორიც ადრე იყო; ანუ, გადაცემის ხანგრძლივობა, სულ მცირე, საათნახევარი იქნება - წამყვანიც იგივეა, დიმიტრი ობოლაძე. ყველა გადაცემაში იქნებიან სტუმრები, ამას გარდა მაყურებელს პირდაპირ ეთერში დარეკვისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ექნება.

მინდა გითხრათ, რომ გადაცემა მხოლოდ ქართული ფეხბურთის მოვლენებს არ გააშუქებს - ჩემპიონთა ლიგის ამსახველი კადრებიც იქნება და უცხოეთში მოასპარეზე ქართველი მოთამაშეების ასპარეზობასაც სისტემატიურად გავაშუქებთ. გაგიმხელთ, რომ სხვა არანაკლებ საინტერესო თემებთან ერთად ქართველი გულშემატკივარი ამ საღამოს ჰოლანდიურ "ვიტესში" მოასპარეზე გიორგი ჭანტურიაზე მომზადებულ სიუჟეტსაც ნახავს.

დიმიტრი ობოლაძესთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და როგორც კი შევიტყვეთ, რომ "რუსთავი 2"-ზე მისი გადაცემა დაიხურა, მაშინვე შევთავაზეთ თანამშრომლობა. რაც მთავარია, ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი სურვილი გვქონდა, უბრალოდ, მოსამზადებელ სამუშაოებს გარკვეული დრო სჭირდებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, გადაცემის ძირითადი მიმართულება ქართული ფეხბურთის პრობლემებზე მსჯელობა-საუბარი იქნება. მოგეხსენებათ, რომ აქამდე GMG ძირითადად უცხოურ ფეხბურთზე იყო ორიენტირებული და "საფეხბურთო ღამის" ჩვენ არხზე გადმოსვლით ეს ვაკუუმიც შეივსება. მეტსაც გეტყვით: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ტრანსლირებაც მოვახდინოთ, მაგრამ ჩვენს კომპანიას (ჯერ ერთი წელიც რომ არ შესრულებია) ამის საშუალება არა აქვს. ვგულისხმობთ, პირდაპირი რეპორტაჟებისათვის აუცილებელ მოძრავ სატელევიზიო სადგურს, თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ კიდეც; ანუ, თუ სატელევიზიო სიგნალს მოგვაწვდიან, ჩვენ მზად ვართ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებისთვისაც.

ისე, ამ ზაფხულს "GMG ფეხბურთის" არხზე "დინამოს" გასვლით მატჩებზე მომზადებული 4 სიუჟეტი გავიდა - ევროტურნირებზე ასპარეზობის დროს ჩვენი გადამღები ჯგუფი გუნდს ოთხივე საგარეო მატჩზე (მოლდოვაში, უელსში, ისლანდიაში, საბერძნეთში) ახლდა. მოგეხსენებათ, რომ "დინამო" და GMG პარტნიორები არიან და ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ნებისმიერ საშინაო მატჩს მუდმივად ვაანონსებთ.

ზემოთაც აღვნიშნე, რომ აქამდე, ჩვენთან ძირითადი პრიორიტეტი უცხოურ ფეხბურთს ჰქონდა მინიჭებული, - შესაძლოა, ვინმემ არც დაიჯეროს, მაგრამ უცხოეთიდან სატელევიზიო სიგნალი ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აქაური სატელევიზიო მომსახურება. ხშირად მომისმენია, ჩვენ კომპანიას პოპულარულ რუსულ სპორტულ არხს HTB-ს რომ ადარებენ ხოლმე: აი, იმათთან ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემა, საქართველოში კი ამას რატომ ვერ ახერხებენო?

ამ საკითხთან დაკავშირებით მოკრძალებულ კითხვას დავსვამ: HTB-მ დაარსებიდან მერამდენე წელიწადს შეძლო ასეთი მართლაც მაღალი დონის მიღწევა? იგივეს თქმა შემიძლია "ნაშ ფუტბოლზეც", სულ ახალ საფეხბურთო არხზეც.

მოკლედ, ყველაფერს დრო სჭირდება, - ბოლოს და ბოლოს, GMG-ზე სამი სპორტული არხია და ეს მხოლოდ დასაწყისია. თანაც, "საფეხბურთო ღამე" ჩვენი ერთადერთი გადაცემა არ არის: ყოველდღიურად საინფორმაციო გამოშვება "სპორტ-ნიუსი" ოთხჯერ გადის ჩვენი ეთერით, კვირაში სამჯერ - "იმედის ფსონი", აგრეთვე საფეხბურთო მიმოხილვა "გოლი". დღეიდან კი ჩვენს არხს დიმიტრი ობოლაძესთან ერთად "საფეხბურთო ღამე" შეემატება.

გუშინვე დიმიტრი ობოლაძესაც შევეხმიანეთ და "საფეხბურთო ღამის" დაბრუნების თაობაზე მცირე კომენტარიც ვთხოვეთ:

"რუსთავი-2"-ზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის გადაცემები გადიოდა, ვიდრე "საფეხბურთო ღამე" იყო და ამიტომაც ლოგიკურად მიმაჩნია, რომ სხვაგან, კერძოდ კი საფეხბურთო არხზე გადმოვსულიყავით. გადაცემის ფორმატი უცვლელი რჩება, უბრალოდ, უფრო მრავალფეროვანი გვინდა გავხადოთ და ქართული ფეხბურთის გარდა, სხვა საჭირბოროტო თემებსაც შევეხებით (ჩემპიონთა ლიგა, ქართველი ლეგიონერები, ბავშვთა ფეხბურთი და ასე შემდეგ).

ისიც სიახლეა, რომ გადაცემა დროში შეზღუდული არ იქნება და, ტრადიციულად, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მიეცემა საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი
შოთა მართალს ამბობს... საზღვარგარეთ არ არის საშუალება GMG-ს თვალი ვადევნოთ, თუ შეიძლება youtube-ზე ან myvideo-ზე რომ დადოთ ხოლმე, ძალიან კარგი იქნება
Shota
ძალიან კარგი კიდევ ერთი გადაცემა თუ შედგება,რავქნათ იმ ადამიანებმა ვისაც არ აქვს საკაბელო ტელევიზია, ან იმ ადამიანებმა ვინც საზგვარგარეთ ვართ, მერწმუნეთ ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებდა რუსთავი-2 ის ეთერში დიმას გადაცემას თვალს,იქნებ სადმე ჩანაცეწი მაინც დაიდოს ინტერნეტში რომ ნახვა შეძლოს ადამიანმა.
უძლევი
tengo barca მადლობა!
tengo barca
უძლევი აი ლინკი გმგ-ს http://www.gmg-tv.com/?lang_id=GEO აქ წერია რეგიონებში როგორ უნდა უყურო გმგ-ს ადგილობრივ ოპერატორებთან უნდა ჩართო საკაბელო ტელევიზია. მოკლედ აი საიტი და გაერკვიე.
უძლევი
ავტორ, GMG-ს ინტერნეტზე აქვს ვებგვერდი ცოცხალი სტრიმინგით? იქნებ დაგეწერათ ესეც! ან საფეხბურთო ღამის ჩანაწერები მაინც თუ დაიდება ინტერნეტზე? ვინც თბილისში არ ცხოვრობს იმას სამში გრძელი? თუ როგორ არის GMG-ს საქმე?
kisho
მე უკრაინაში ვცხოვრობ და არ იჭერს სატელიტურზე GMG და ყურება მინდა როგორმე გააკეთეთ რო საზღვარ გარეთაც ვუყუროთ ქართულ ფეხბურთს
gia
თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ GMG ყველგან აქაც არ არის. მაგ. იქ სადაც აიეტია
Aleqsa
უკაცრავად კომენტარი არასრულია, ეტყობა რაღაც წამეშალა. იმედია თვალის ასახვევად არ კეთდება ყველაფერი. დასაწყისი კარგია.
Aleqsa
შეფასების გაკეთება რამდენიმე გადაცემის ნახვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. იმედია დასაწყისი კარგია. GMG რაიონებში არის? იმ ხალხმა რა ქნას ვინც თბილისში არ ცხოვრობს და ქართული ფეხბურთის ბედით არიან დაინტერესებული?
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად