ბელარუსის საერთაშორისო ტურნირი და შეკრება გადაწყვეტილია, ველით წილისყრას და ელიტრაუნდის მასპინძლობას
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, რომელმაც ევროჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის საგზური დაიბევა - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი ჯგუფის მატჩები ყველაზე ადრე დასრულდა. შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდმა მოლდოვაში გამართულ მინიტურნირში მასპინძლებისა და ბულგარეთის ნაკრებებს აჯობა და მხოლოდ შვედეთს ჩამორჩა.

ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების წევრებს აღუთქვა, რომ ელიტრაუნდისთვის სათანადოდ მოსამზადებლად ყველაფერს იღონებდა და სასიამოვნოა, რომ საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს.

როგორც ვასილ მაისურაძისგან შევიტყვეთ, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ 2012 წლის 21-28 იანვარს საქართველოს ნაკრები ბელარუსის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.

ეს ტურნირი ტრადიციულია და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს იქ ადრეც უთამაშიათ, მაგრამ იანვარში ბელარუსულ ფეხბურთს ასი წელი უსრულდება და შეჯიბრების ორგანიზატორები ძლიერი გუნდების მიწვევას აპირებენ. მოსალოდნელია, რომ ბელარუსში იტალიის 17-წლამდელთა ნაკრებიც ჩავა.

ბელარუსში გამგზავრებამდე კი საქართველოს ნაკრები დაახლოებით ერთკვირიან შეკრებას გაივლის. ბუნებრივია, სასურველი იქნება, თუ ჩვენი გუნდი გაზაფხულზე გასამართ ელიტრაუნდამდე მინიმუმ კიდევ ერთ ტურნირში მოსინჯავს ძალებს და ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი - ჯერ პირველ შესარჩევ რაუნდში ყველა ჯგუფის თამაშები უნდა დასრულდეს, გამოირკვას ჩვენი საელიტრაუნდო მეტოქეები და, თუ ამის საშუალება იქნება, სპარინგპარტნიორებიც მათი სტილის მიხედვით შეირჩევიან.

იდეალური იქნებოდა, ელიტრაუნდისთვის თავად გვემასპინძლა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფაში ამ საკითხის დაყენებას აპირებს და იმედია, ეს საქმე ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება. ბოლო წლებია, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები ელიტრაუნდამდე სისტემატურად აღწევენ, მაგრამ ფინალურ ეტაპამდე ვეღარ მიდიან და ნავსი,იქნებ, შინ ჩატარებული ტურნირით გავტეხოთ.

ელიტრაუნდის წილისყრამდე ჯერ ადრეა - მეტოქეთა ვინაობას სრულად დეკემბერში შევიტყობთ, დღეისთვის კი ჩვენი სავარაუდო მოწინააღმდგეებიდან უკვე რამდენიმეა ცნობილი. საქართველოსა და შვედეთის გარდა, ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა: უნგრეთმა, ბელარუსმა, დანიამ, იტალიამ, გერმანიამ, ალბანეთმა, ისლანდიამ და შვეიცარიამ, ბრძოლას კი გამოეთიშა: ნორვეგია, ანდორა, ავსტრია, კვიპროსი, მოლდოვა, სლოვაკეთი, ესტონეთი და ისრაელი.

13-დან 8 ჯგუფში მატჩები ჯერ არ დაწყებულა. საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსის მოპოვების შანსს ინარჩუნებს ჩვენების მიერ პირველ ეტაპზე ძლეული ბულგარეთი, თუმცა ელიტრაუნდში არც მას და არც შვედეთს არ შევხვდებით.

17-წლამდელთა ნაკრების შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაა: შვეიცარიულ "ბაზელში" სინჯებზე იმყოფება გუნდის კაპიტანი, რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია. ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, მან შვეიცარიიდან ჰოლანდიაში გადაინაცვლოს და სინჯები არნემის "ვიტესშიც" გაიაროს.

აბურჯანია საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მისი ევროპული ვოიაჟის შესახებ უახლოეს დღეებში გიამბობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია