"ბაია"-"დინამოს" შეხვედრამდე თბილისელთა გუნდის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა

ნიკა კვეკვსკირი "მეტალურგთან" მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, "ბაია"-"დინამოს" ზუგდიდურ შეხვედრაში, მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნიკა "დინამოში" სწორედ "ბაიადან" გადმოვიდა და მისი აზრი მომავალ შეხვედრაზე საინტერესო იქნება.

ნიკა კვეკვესკირი:"ძალიან მინდოდა, ამ შეხვედრაში თამაში, მაგრამ სამწუხაროდ დისკვალიფიკაციის გამო მატჩში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა რასაკვირველია შეხვედრას დავესწრები.

ჩემი აზრით, "ბაიას" პროგრესი იმის დამსახურებაა, რომ გუნდში "ბაიას" აკადემიის აღზრდილები გამოდიან. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. "ბაიამ" განვლილი სეზონის მეორე წრე უმაღლეს ლიგასთან ადაპტაციისთვის გამოიყენა და ახლა იმკიან შედეგს. "ბაიას" თავისუფლად შეუძლია პირველ რვა გუნდში მოხვედრა და ვფიქრობ, მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრისთვის იბრძოლებენ.

მეტოქის მთავარი პლუსი ალბათ, გუნდური თამაშია. ყველა ფეხბურთელი ერთი სულისკვეთებით თამაშობს, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანის დამსახურებაა.

ზუგდიდში ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, რომ "ბაია" დაცვაში არ ჩაჯდება და შეგვიტევს. ჩვენც თავისთავად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. მე სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვერის მოლოდინში ვარ, რომელშიც ვიმედოვნებ გამარჯვებული "დინამო" დარჩება.

fcdinamo.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა