„ტოტენჰემ ჰოტსპური“ იანვარში „ბრაიტონის“ მიაკითხავს და მისგან 19 წლის ცენტრალური მცველის, ლუის დანკის ყიდვას შეეცდება
„ტოტენჰემ ჰოტსპური“ იანვარში „ბრაიტონის“ მიაკითხავს და მისგან 19 წლის ცენტრალური მცველის, ლუის დანკის ყიდვას შეეცდება.

სამშაბათ საღამოს ყმაწვილის თამაშის სანახავად მილუოლს ჰარი რედნაპის ერთბაშად ორი ასისტენტი, ჯოი ჯორდანი და კლაივ ალენი გაემგზავრა. „მილუოლისა“ და „ბრაიტონის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„ჩელსის“ ყოფილი მოთამაშის, ურუგვაელი გუსტავო პოიეტის გაწვრთნილ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში პირველი ლიგიდან ჩემპიონშიპში გადასვლის უფლება მოიპოვა, დანკმა ძალიან გამოიჩონა თავი. ინგლისური მედია ამბობს, რომ მცველს მალე 21 წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვევენ.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ „სფურზმა“ მისი თამაშის სანახავად ერთბაშად ორი სპეციალისტი მიავლინა, რაც ჩრდილოლონდონელთა დიდ დაინტერესებაზე მიუთითებს. სხვა საქმეა, რომ „ტოტენჰემს“ შესაძლოა კონკურენტები გამოუჩნდნენ. „დეილი მეილმა“

შეიტყო, რომ დანკით, სექტემბერში, „არსენალიც“ დაინტერესდა და მისი წარმომადგენლები, სამშაბათს, ჩუმად, მილუოლის სტადიონზეც ისხდნენ.

სხვათაშორის, ტრიბუნაზე „მანჩესტერ სიტის“ სკაუტი კევინ ჰანტიც ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა