დავიდ ტრეზეგე დღემდე "იუვენტუსის" ყველაზე დიდი გულშემატკივარია
გთავაზობთ ინტერვიუს დავიდ ტრეზეგესთან. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია და “ბანი იასის” ღირსებას იცავს.

მის ცხოვრებაში სიყვარულის ყველაზე დიდი ისტორია “იუვენტუსში” დაიწერა. დავიდი დღემდე ამ კლუბის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მაში ასე...

- “იუვე” და მისი მაისურა. რას ნიშნავს ეს დავიდ ტრეზეგესთვის?

- ეს სიყვარულის დიდი ისტორიაა. “იუვე” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამ კლუბში ცხოვრების 10 ულამაზესი წელიწადი გავატარე.

- როდის გაიგეთ, რომ “იუვენტუსში” გადადიოდით?

- მახსოვს, რომ ყველაფერი ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გადაწყდა. ლუჩანო მოჯის ჩემი სჯეროდა, მაქსიმალურად მიჭერდა მხარს და ადაპტაციაც არ გამჭირვებია. ტურინში თბილად მიმიღეს. ამ კლუბთან ერთად ბევრს მივაღწიე.

- როცა იტალიაში გადახვედით, ფილიპო ინძაგისთან გიწევდათ ბრძოლა ძირითადში მოსახვედრად. მისი წასვლის შემდეგ ეს ამოცანა გამარტივდა.

- ძალიან ბევრს ვშრომობდი, ყველაფერს სერიოზულად ვეკიდებოდი და როცა მოედანზე გავდიოდი, ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა ყველა დარწმუნებულიყო, რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა. ინძაგის “მილანში” წასვლის შემდეგ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ფსონს ჩემზე ჩამოსულიყო, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.

- “ბიანკონერის” შემადგენლობაში მეორე სეზონში უბრალოდ შეუჩერებელი იყავით, 24 გოლი გაიტანეთ. რაში იყო საიდუმლო?

- ყველასთვის, ვისაც ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორიც იტალიის სერია A-ა, წარმატების მიღწევა სურს, ერთადერთი საიდუმლო დისციპლინა და ბევრი მუშაობაა.

- 2002 წლის 5 მაისს “იუვენტუსმა” “უდინეზე” დაამარცხა, “ინტერმა” “ლაციოსთან” წააგო და თქვენ იტალიის ჩემპიონები გახდით. გახსოვთ ეს დღე?

- ეს ფანტასტიკა იყო. ჩვენ სამი ქულა უნდა აგვეღო. სხვაზე არც არაფერზე ვფიქრობდით და ჩვენ გავიმარჯვეთ. შემდეგ კი... უბრალოდ დაუჯერებელი იყო ის, რაც მოხდა.

- 2004-დან 2006-მდე “იუვენტუსში” ბევრი ცვლილება მოხდა. ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები. კაპელოს გუნდზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- კაპელოს დროს ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. გუნდში მოვიდნენ პატრიკ ვიეირა, ფაბიო კანავარო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ჩემპიონატში დამაჯერებლად ვითამაშეთ, ჩემპიონთა ლიგაში კი - ვერა. სამწუხაროა...

- 2004/05 წლების სეზონში “მილანთან” “სან სიროზე” დაპირისპირება გადამწყვეტი გამოდგა ჩემპიონის ბედის გასარკვევად. დელ პიეროს მაკრატელა პასის წყალობით ტრეზეგე გაურბის მალდინის და გააქვს გოლი, რომელსაც ბიანკონერები ვერასოდეს დაივიწყებენ.

- ეს იყო ორი უდიდესი გუნდის ურთულესი მატჩი.

- ფაბიო კაპელოსა და მარჩელო ლიპის შედარება თუ შეგიძლიათ?

- ლიპიმ “იუვეს” ისტორიაში უზარმაზარი კვალი დატოვა. ამის თქმა შეიძლება კაპელოზეც. სინიორ მარჩელოს მართლა კარგი შემადგენლობა ჰყავდა. მისი მთავარი უპირატესობა გუნდურობა იყო. კაპელოს კი უბრალოდ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა. ვის ავირჩევდი? ვერ გეტყვით. უპირატესობას ვერც ერთს მივანიჭებ. ვიმარჯვებდი და გოლები გამქონდა ორივე სპეციალისტის დროს. ისინი საუკეთესო მწვრთნელებს შორის არიან ფეხბურთის ისტორიაში.

- 2006 წელს კალჩოპოლის სკანდალი აფეთქდა. სხვებმა კლუბი დატოვეს, თქვენ “იუვენტუსში” დარჩენა გადაწყვიტეთ. შეგიძლიათ თქვენი არჩევანი ახსნათ?

- ჯერ იმის თქმა მინდა, რომ ყველას არჩევანს პატივს ვცემ. იმ დღეებში კლუბს დიდი ფინანსური პრობლემებიც დაატყდა თავს და ზოგიერთი ფეხბურთელი თავად კლუბმა გაყიდა. ისინი კი ვინც დავრჩით, ვიწვოდით სურვილით, “იუვე” რაც შეიძლებოდა მალე დაგვებრუნებინა ელიტაში. ალბათ ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვიგრძენი, რამდენად მიყვარდა ეს კლუბი. მე, დელ პიერო, ნედვედი, ბუფონი და კამორანეზი ვხვდებოდით, რომ ვალდებულნი ვიყავით, ეს გაგვეკეთებინა.

- თქვენ საუკეთესო თავდამსხმელების გვერდით გითამაშიათ. ვისთან ერთად უფრო კომფორტული იყო ცხოვრება - დელ პიეროს, ინძაგის, იბრაჰიმოვიჩის?

- ულაპარაკოდ ალექს დელ პიეროსი. ჩვენ ორმა “ბიანკონერის” ისტორიის ძალიან ბევრი ფურცელი დავწერეთ.

- ვინ იყო თქვენი საუკეთესო მეგობარი “იუვენტუსში”?

- მაურო კამორანეზი.

- “ლა ვეკია სენიორაში” ფრანგები ყოველთვის ბრწყინავდნენ. პლატინი, დეშამი, ზიდანი, ტრეზეგე...

- რა შეიძლება ითქვას, ეს კლუბის პოლიტიკაა. “მილანი” ერთი პერიოდი ბრაზილიელებს ყიდულობდა, “იუვე” ფრანგებზე აკეთებდა აქცენტს. ალბათ იმიტომ, რომ ანიელების ოჯახს სერიოზული კავშირები აქვს საფრანგეთთან. თავის დროზე მათ ეს ძალიან დაეხმარა პლატინის გადაბირებაში.

- ყველაზე მეტად რომელი გუნდის წინააღმდეგ გიყვარდათ თამაში?

- იტალიაში ერთი პერიოდი ასეთი “მილანი” იყო, შემდეგ “ინტერი” გახდა. ევროპაში ალბათ “რეალის”. მათთან დაპირისპირება ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იყო.

- ზიდანისა და ნედვედის გვერდით გითამაშიათ. რას გვეტყვით მათზე?

- მათთან ერთად მოედანზე ყოფნა ფანტასტიკა იყო. ისინი ლეგენდები არიან. ორივეს თავისი სტილი ჰქონდა და რა თქმა უნდა ორივემ ალალად დაიმსახურა ოქროს ბურთი.

- ახალ “იუვენტუსში” თქვენი ვარსკვლავი დიდების დარბაზში კიაფობს კლუბის სხვა ლეგენდებთან ერთად. როგორი ურთიერთობა გქონდათ გულშემატკივრებთან?

- ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებდა. ტიფოზები ჩემთან ყოველთვის ახლოს იყვნენ, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.

- გულშემატკივრებმა კლუბს თქვენი გამოსათხოვარი მატჩის ორგანიზება სთხოვეს. რას ფიქრობთ ამაზე?

- ვნახოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვთამაშობ ფეხბურთს. ამ ინიციატივისთვის კი მათ მადლობას მოვახსენებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა