“ლიონს” 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლისანდრო ლოპესი ლამის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ უბრუნდება
“ლიონის” 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლისანდრო ლოპესი ლამის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ უბრუნდება მინდორსო, - წერს “ეკიპი”.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა 27 აგვისტოს ლიგა 1-ის მე-4 ტურში “მონპელიესთან” მატჩში მიიღო. მართალია მაშინ მან შეძლო და შეხვედრა ჩაამთავრა, მაგრამ მეორე დღეს ფეხმა ის უკვე ძალიან შეაწუხა.

ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს ლისანდრომ პირველად ივარჯიშა ძირითად გუნდთან ერთად და პრობლემა არ შექმნია. “ლილის” წინააღმდეგ 11-ე ტურის მატჩში მისი ძირითადში გამოჩენა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ “ლომების” თავკაცი რემი გარდი მას ალბათ განაცხადში მაინც შეიყვანს. სასტარტოს დაუბრუნდება ასევე მაქსიმ გონალონი, ვინც “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გუნდს ძალიან აკლდა.

რახან “ლილი”-“ლიონის” მატჩი ვახსენეთ, აქვე გეტყვით, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონებს 28 წლის ცენტრალური მცველი მარკო ბაშა არ ეყოლებათ. ჩერნოგორიელმა ჩემპიონთა ლიგაში “ინტერთან” მატჩისას ტრავმა მიიღო, როცა შტანგას უნებურად შეასკდა. მას ფეხზე უზარმაზარი სისხლჩაქცევა აქვს და ექიმების განცხადებით, მინდორზე მისი გამოჩენის შანსი მიზერულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს